Thumbnail

ტორპედო ზივზივაძემაც დატოვა - ეროვნული ლიგის ბომბარდირი უნგრეთში წავიდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბუდუ ზივზივაძე უნგრულ მეზოკოვეშდ-ჟორიში გადავიდა
  • 3-წლიანი კონტრაქტი ქართველი გოლეადორისთვის

ქუთაისის ტორპედოს ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე უნგრულ მეზოკოვეშდ-ჟორის რიგებში გადავიდა. ამ კლუბმა უნგრეთის ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს. 

25 წლის ბუდუ ზივზივაძე უნგრული კლუბის ლურჯ-ყვითელი მაისურით მომდევნო სამ სეზონს ითამაშებს. 

ზივზივაძემ სერბი სტეფან დრაჟიჩი შეცვალა, ვინც მეზოკოვეშდს გუშინ დაემშვიდობა და ჩინურ ჩანგჩუნ იატაიში გადავიდა. ზივზივაძე უახლოეს ამხანაგურ მატჩში, უკრაინული მინაის წინააღმდეგ ითამაშებს. სხვათა შორის, მეზოკოვეშდში ის მიხაილო მესხის თანაგუნდელი იქნება, ქართული წარმოშობის 22 წლის უკრაინელი მოთამაშეა.

ბუდუ ზივზივაძეს თბილისის დინამოში, სამტრედიაში, ტორპედოში და დანიურ ესბიერგში უთამაშია. პროფესიულ საკლუბო კარიერაში მას 124 გოლი აქვს გატანილი. საქართველოს ნაკრებში მან 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ოთხჯერვე ამხანაგურში. მიმდინარე ეროვნულ ლიგაში ბუდუს 20 თამაშში 13 გოლი ჰქონდა გატანილი. ის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები