Thumbnail

ტრანსფერი | ყველაზე ძვირფასი მეკარე რომას ისტორიაში - ჯალოროსიმ ლოპესი იყიდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რომამ ბეტისის მეკარე პაუ ლოპესი გადაიბირა
  • 24 წლის კიპერი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა

როგორც მოსალოდნელი იყო, იტალიურმა რომამ ესპანური ბეტისიდან მეკარე პაუ ლოპესი გადაიბირა. 24 წლის ლოპესის სანაცვლოდ ‘ჯალოროსიმ’ 23,5 მილიონი ევრო გადაიხადა - ეს ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ 24 წლის კიპერი რომას ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა. ლოპესმა რომაულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ რომას მსგავს გუნდს უარი უთხრა. ჩემთვის ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ, კარიერას ძალიან დიდ კლუბში ვაგრძელებ,” - განაცხადა რომაელთა შენაძენმა.

პაუ ლოპესმა კარიერა ესპანიოლში დაიწყო. კატალონიურ კლუბში მისი დებიუტი პროფესიონალებში 2014/2015 წლების სეზონში შედგა. 2016 წელს ის ცოტა ხნით ტოტენჰემში იყო განათხოვრებული, 2018 წლიდან კი ბეტისის ღირსებას იცავდა.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები