Thumbnail
  • ESPN-მა მსოფლიოს წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინა და დააჯილდოვა
  • რჩეულები გამოკითხვით გამოვლინდნენ, ცერემონია კი ლოს ანჯელესში ჩატარდა

ამერიკული სპორტული ტელეარხის ESPN-ის ვერსიით, წლის გამორჩეული სპორტსმენების დაჯილდოვების ცერემონიაზე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინის ნაკრებისა და ბარსელონას თავდამსხმელი ლიონელ მესი დასახელდა. 

წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოვების ცერემონია ESPY Award ლოს ანჯელესში ჩატარდა. ESPN-მა რჩეულები ინდივიდიულური და გუნდი მიღწევებით, გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გამოავლინა.  

32 წლის ლეო მესი გასულ სეზონში ესპანური ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი, 34 მატჩში გატანილი 36 გოლით გახდა. ამასთან, არგენტინელმა პირველ-მეორე ადგილი გაიყო პრიმერას საუკეთესო ასისტენტების სიაში (13 პასი).

2018/19 წლების სეზონში მესიმ ესპანეთის ჩემპიონობა მეათედ იზეიმა, 72 ქულით კი "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა, რომელიც ევროპის საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა. ახლახან დასრულებულ კოპა ამერიკა 2019-ზე ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, შარშან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კი 1/8-ფინალში, მომავალ ჩემპიონ საფრანგეთთან დამარცხდა. 

NBA-ს საუკეთესო მოთამაშედ მილუოკი ბაქსის ფორვარდი იანის ანტეტოკუნმპო დასახელდა. ნიგერიული ფესვების მქონე ბერძენმა კალათბურთელმა 2018/19 წლების სეზონში საშუალოდ მატჩში 27,7 ქულას, 12,5 მოხსნაა და 5,9 პასს ითვლიდა. იანის წყალობით, მილუოკი რეგალური ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი გახდა, პლეი ოფში კი მომავალ ჩემპიონთან, ტორონტო რაპტორსტან სერიაში დამარცხდა (2-4). 

რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, წლის საუკეთესო ჩოგბურთელად ქალთა შორის ამერიკელი სერენა უილიამსი, ხოლო ვაჟთა შორის შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დასახელდა. წლის გუნდად აშშ-ის ქალ ფეხბურთელთა ნაკრები აღიარეს.

კომენტარები

ბოლო ამბები