Thumbnail

8 ქართველი ძიუდოისტი ბუდაპეშტის გრან პრიზე - ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 12-14 ივლისს, ბუდაპეშტში ძიუდოს გრან პრი გაიმართება
  • ტურნირს ლიპარტელიანი და თუშიშვილი გამოტოვებენ

12 ივლისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოს გრან პრი დაიწყება. ტურნირი 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბუდაპეშტის გრან პრიზე 8 სპორტსმენით მიიღებს მონაწილეობას. ნაკრებს რამდენიმე ლიდერი აკლია, მათ შორის გურამ თუშიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი. -90 კილოგრამ წონაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი დაიცავენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე -60 კგ.
ტატო გრიგალაშვილ -81 კგ.
ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი -90 კგ.
გიორგი ბერიაშვილი -100 კგ.
გელა ზაალიშვილი, ონისე ბუღაძე +100 კგ.

კომენტარები

ბოლო ამბები