Thumbnail

ნეიმარი პსჟ-ს ბოსების ნერვებზე თამაშობს - Footvolley ვარჯიშის ნაცვლად

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნეიმარი პარი სენ-ჟერმენის პირველ ვარჯიშზე არ გამოცხადდა
  • ამის გამო მას კლუბი დასჯით ემუქრება
  • ამ დროს, ბრაზილიელი სამშობლოში Footvolley-ს თამაშობს

ნეიმარი და პარი სენ-ჟერმენი ალბათ აღარ შერიგდებიან. პირველი ვარჯიშის გაცდენის შემდეგ, პარიზული კლუბის სპორტული დირექტორი ლეონარდო მას დასჯით დაემუქრა და ისიც თქვა, რომ პსჟ მზადაა, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი გაყიდოს - თუკი რომელიმე გრანდი შესაბამისი წინადადებით მიმართავს. ახლა კი სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, როგორ თამაშობს ნეიმარი ბრაზილიის პლაჟზე Footvolley-ს, რაც ფრენბურთისა და ფეხბურთის ნაზავია. 

“ნეიმარს შეუძლია, პსჟ დატოვოს - თუკი მივიღებთ ისეთ შეთავაზებას, რომლითაც ყველა მხარე კმაყოფილი იქნება,” - განაცხადა ლეონარდომ რამდენიმე დღის წინ Le Parisien-თან ინტერვიუში. გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ უკვე შედგა პირველი, თუმცა ზედაპირული კონტაქტი ბარსელონასთან.

ლეონარდოს ნეიმარის მამა გამოეხმაურა: “ჩვენ აქ კომერციული პროგრამები გვაქვს. ეს ყველაფერი ერთი თვის წინ დაიგეგმა და პარი სენ-ჟერმენში ყველაფერი იცოდნენ. მეტიც: შარშან, ამ ღონისძიებებს პსჟ-ს წარმომადგენლებიც კი ესწრებოდნენ. ნეიმარის ინსტიტუტი ამ ღონისძიებებს ყოველწლიურად ატარებს და თარიღები ყველამ იცის. წელს, ეს 10 ივლისს იყო დაგეგმილი.” - განაცხადა უფროსმა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ პარიზელებმა ბრაზილიელი 2017 წელს სწორედ ბარსასგან შეიძინეს - სარეკორდო, 222 მილიონ ევროდ. როდის დაბრუნდება ნეიმარი პარიზში, ან დაბრუნდება თუ არა საერთოდ - ჯერჯერობით არავინ იცის...

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები