Thumbnail
  • ბითაძეს პრეზენტაციაზე 19 ნომერი მისცეს
  • საზაფხულო ლიგაზე 18 ნომრით დაარეგისტრირეს
  • NBA-ში კი სულ სხვა ნომრით ითამაშებს

NBA-ს საზაფხულო ლიგაზე ვიზის პრობლემის გამო კვლავ ვერ იასპარეზა გოგა ბითაძემ, მისმა ინდიანამ კი კვლავ წააგო - 67:87. ლას ვეგასში პეისერსს ერთი თამაშიღა რჩება - 11 ივლისს ასოციაციის ჩემპიონ ტორონტო რეპტორსთან.

ამერიკულ მედიას თუ დავუჯერებთ, გოგამ, რომელიც ჯერ ისევ არ იმყოფება ამერიკაში და არც კონტრაქტი გაუფორმებია გუნდთან, კვლავ შეიცვალა ნომერი - 20 ივნისს, როცა ბითაძე დრაფტზე აირჩიეს, ბითაძეს ინდიანაპოლისში საზეიმოდ გადასცეს 19-ნომრიანი მაისურა.

წაიკითხე | 'დღეში რამდენჯერმე მწერს - 'მზად ვარ', ითამაშებს ბითაძე NBA-ს საზაფხულო ლიგაზე?

საზაფხულო ლიგაზე კი ის 18 ნომრით შეიყვანეს განაცხადეს. როგორც ჩანს, გოგა საბოლოოდ ჩამოყალიბდა - NBA-ში ის 88-ნომრიანი მაისურით ითამაშებს!

ის მხოლოდ მე-6 კალათბურთელი იქნება, ვინც NBA-ში 88-ნომრიანი მაისურით ითამაშებს - ბატუმის, ბიელიცას, იენგას, შვედისა და ანტუან უოკერის შემდეგ. 

კომენტარები

ბოლო ამბები