Thumbnail

საუკეთესო ცხრიანი მსოფლიოში? რობერტ ლევანდოვსკის დაუჯერებელი ციფრები

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რობერტ ლევანდოვსკის პროგრესი ბუნდესლიგაში დებიუტიდან დღემდე
  • 207 გოლი 292 მატჩში დორტმუნდის და ბაიერნის ფორმით

ბუნდესლიგაში არცერთ სხვა თავდამსხმელს არ აქვს ბოლო 10 წელიწადში იმდენი გოლი, რამდენიც რობერტ ლევანდოვსკის!

პოლონელმა გოლეადორმა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდია, გერმანიის ჩემპიონატში დებიუტის შემდეგ, დორტმუნდის ბორუსიასა და მიუნხენის ბაიერნის ფორმით გაიტანა იმაზე მეტი, ვიდრე ბუნდესლიგის ნებისმიერმა სხვა თავდამსხმელმა ამ პერიოდში.

ახალ სეზონში ბაიერნმა ბუნდესლიგაში ჯერ მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და სულ 5 გოლი გაიტანა - ხუთივე გოლი პოლონელი თავდამსხმელის ანგარისზეა! ლევანდოვსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუცვლელია და ახალ კონტრაქტს ამ დღეებში გააფორმებს.

31 წლის ლევანდოვსკის ანგარიშზე ბუნდესლიგაში 292 მატჩში 207 გოლია!

ლევანდოვსკი 4-ჯერ გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი და უკვე უბერებელ კლაუდიო პისაროზე (197) მეტი გოლი აქვს. ამ წლების მანძილზე მან ისეთი ბომბარდირები ჩამოიტოვა, როგორებიც მიროსლავ კლოზე და მარიო გომესი არიან. პოლონელის შესანიშნავ პროგრესს ჩვენი გერმანელი კოლეგების მიერ მომზადებულ Bar-Chart-Race-ში ნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები