Thumbnail
  • პარაგვაის ნაკრების ლეგენდარული მეკარე ლიონელ მესის მხარდაჭერას უცხადებს
  • ჩილავერტის თქმით, კოპა ამერიკა 2019-ის გამარჯვებული თავიდანვე ცნობილი იყო
  • 53 წლის პარაგვაელი ფეხბურთელებს კონმებოლის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს

პარაგვაის ნაკრების ყოფილი მეკარე, ხოსე ლუის ჩილავერტი არგენტინის ნაკრების ლიდერ ლიონელ მესის მხარს უჭერს. ლეგენდარული პარაგვაელი იზიარებს ლეოს პოზიციას და აცხადებს, რომ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაცია (კონმებოლი) კორუფციაშია ჩაფლული.

ლეო მესიმ სანაკრებო ტიტული ვერც კოპა ამერიკაზე მოიგო

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში გამართული კოპა ამერიკა 2019-ის ნახევარფინალში, მასპინძლებთან წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ, "ალბისელესტეს" კაპიტანმა არბიტრი გააკრიტიკა, რომელმაც მთელი თამაშის განმავლობაში ერთხელაც არ გამოიყენა VAR. მოგვიანებით, ლეომ კონმებოლი კორუფციაშიც დაადანაშაულა.

მეტი ამ თემაზე:

"ეჭვგარეშეა, 2019 წლის კოპა ამერიკა იმისთვის ჩატარდა, რომ ჩემპიონი ბრაზილია გამხდარიყო. კონმებოლი ფეხბურთს კლავს. რატომ აპირებენ მესის დასჯას, თუკი დემოკრატიულ სამყაროში ვცხოვრობთ? ფეხბურთელები უნდა გაერთიანდნენ და ბოიკოტი გამოუცხადონ კონმებოლს", - ამბობს ჩილავერტი.

ჩილავერტს პარაგვაის ნაკრებში ჩატარებულ 74 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი

დაიწერა, რომ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის მისამართით შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, ლიონელ მესის არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან ორი წლით მოკვეთა ემუქრება. 

დღეს ხოსე ლუის ჩილავერტი 53 წლისაა. პარაგვაის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი დიდი ხნის განმავლობაში იყო რეკორდსმენი, როგორც ყველაზე შედეგიანი მეკარე ფეხბურთის ისტორიაში. ჩილავერტმა საჯარიმო და 11-მეტრიანი დარტყმებით კარიერაში 62 გოლი შეაგდო. 

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები