Thumbnail
  • ამერიკელი გოგონების ზეიმი მსოფლიოს ჩემპიონობის შემდეგ
  • ალექს მორგანმა გასახდელში Twerk-Party მოაწყო

აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია - ქალთა მუნდიალის უმთავრესმა ფავორიტებმა ფინალში ჰოლანდია 2:0 დაამარცხეს და აშშ მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მანამდე, ამერიკელებმა მუნდიალი 1991, 1999 და 2015 წლებში მოიგეს.

ამერიკელმა გოგონებმა მსოფლიოს ჩემპიონობა მოედანზეც ემოციურად იზეიმეს, გასახდელში კი უფრო საინტერესო ამბები მოხდა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, როგორ ზეიმობენ აშშ-ის ნაკრების წევრები უმთავრესი თასის მოგებას. მთავარ როლში ამერიკელთა ლიდერი ალექს მორგანია, რომელმაც ტურნირზე 6 გოლი გაიტანა. 30 წლის მორგანმა გასახდელში Twerk-Party მოაწყო. ‘ტვერკინგი’, როგორც იცით, უკანალით ცეკვაა.

აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ გასული წლის დეკემბერში, ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე უხერხული მომენტი სწორედ მას შემდეგ შეიქმნა, რაც ფრანგმა დიჯეიმ, მარტინ სოლვეიგმა მსოფლიოში საუკეთესო ქალ ფეხბურთელად აღიარებულ ადა ჰეგერბერგს ტვერკის შესრულება სთხოვა…

სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატმა საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე ჩაიარა - ოღონდ, ამის მიზეზი არა ადას ტრავმა, არამედ მისი პროტესტია! ნორვეგიელის აზრით, ქალთა ფეხბურთს სათანადო პატივს არ სცემენ. ჰეგერბერგმა მუნდიალი პროტესტის ნიშნად გამოტოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები