Thumbnail
  • არგენტინა 2:1 ჩილე
  • 1:0 აგუერო (12), 2:0 დიბალა (22), 2:1 ვიდალი (59-პენ)

სან პაულუში კორინთიანსის არენაზე კოპა ამერიკას ბოლოსწინა მატჩი გაიმართა. ერთმანეთს არგენტინისა და ჩილეს ნაკრებები დაუპირისპირდნენ. წინა კოპას ფინალისტთა დუელი 2:1 დასრულდა, არგენტინა მესამე ადგილზე გავიდა. 

მე-12 წუთზე ლიონელ მესის შორეული პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა სერხიო აგუერომ ანგარიში გახსნა. ხუთ წუთში ჩილეს ალექსის სანჩესი დააკლდა, მან ტრავმა მიიღო და ბრძოლა ვერ გააგრძელა. 22-ე წუთზე ჯოვანი ლო სელსომ მეკარესთან პირისპირ პაულო დიბალა გაიყვანა, რომელმაც ანგარიში 2:0 გახადა. 

თამაშის 37-ე წუთზე კაპიტნებს შორის ინციდენტი მოხდა - გარი მედელი ხისტად თამაშობდა, მესიმ კი მას ხელი კრა. ჩილელი არგენტინელს საჩხუბრად მივარდა. პარაგვაელმა რეფერი დე ვივარმა ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი მისცა. მოედანზე შეხლა-შემოხლა გრძელდებოდა, თუმცა ვიდეორეფერიმ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და გუნდებმა 10-10 კაცით გააგრძელეს თამაში. 

მესისა და მედელის გაძევება 

მესისა და გარი მედელის დაპირისპირება - წითელი ორივე მოთამაშეს

მესისა და გარი მედელის დაპირისპირება - წითელი ორივე მოთამაშეს

Posted by Silk Sport on შაბათი, 06 ივლისი, 2019

ლეომ კარიერაში მეორე წითელი ბარათი მიიღო - პირველი მან არგენტინის ნაკრებში მისთვის სადებიუტო მატჩში უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ მიიღო 2005 წელს, როცა მეტოქე ვილმოშ ვანჩაკს იდაყვი ჩაარტყა.

58-ე წუთზე ჯოვანი ლო სელსომ საჯარიმოს გარეთ წააქცია მეტოქე, თუმცა ვიდეორეფერიმ პენალტი დანიშნა, რომელიც არტურო ვიდალმა გაიტანა. 

არტურო ვიდალმა ერთი გოლი პენალტით გაქვითა

არგენტინა 2:1 ჩილე

გოლები: 1:0 აგუერო (12), 2:0 დიბალა (22), 2:1 ვიდალი (59-პენ)

არგენტინა (4-3-3): არმანი - ფოიტი, პეცელა, ოტამენდი, ტალიაფიკო - დე პაული, პარედესი, ლო სელსო (90. ფუნეს მორი) - მესი, აგუერო (81. სუარესი), დიბალა (67. დი მარია)

ჩილე (3-1-4-2): არიასი - დიას უინკალესი, მედელი, ხარა (50. მარიპანი) - პულგარი - ისლა, არანგისი (83. კასტილიო), ვიდალი, ბოსეჟური - სანჩესი (17. ფერნანდესი), ვარგასი  

კომენტარები

ბოლო ამბები