Thumbnail
  • პირველ ტაიმში არგენტინა ჩილეს 2:0-ს უგებს
  • ლიონელ მესიმ წითელი ბარათი გარი მედელთან ერთად მიიღო

სან პაულუში კორინთიანსის არენაზე კოპა ამერიკას ბოლოსწინა მატჩი მიმდინარეობს  მე-3 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს არგენტინისა და ჩილეს ნაკრებები დაუპირისპირდნენ. პირველი ტაიმის შემდეგ არგენტინა 2:0-ს იგებს.

თამაშის 37-ე წუთზე კაპიტნებს შორის ინციდენტი მოხდა - გარი მედელი ხისტად თამაშობდა, მესიმ კი მას ხელი კრა. ჩილელი არგენტინელს საჩხუბრად მივარდა. პარაგვაელმა რეფერი დე ვივარმა ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი მისცა. მოედანზე შეხლა-შემოხლა გრძელდებოდა, თუმცა ვიდეორეფერიმ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და გუნდებმა 10-10 კაცით გააგრძელეს თამაში. 

მესისა და გარი მედელის დაპირისპირება - წითელი ორივე მოთამაშეს

მესისა და გარი მედელის დაპირისპირება - წითელი ორივე მოთამაშეს

Posted by Silk Sport on შაბათი, 06 ივლისი, 2019

ლეომ კარიერაში მეორე წითელი ბარათი მიიღო - პირველი მან არგენტინის ნაკრებში მისთვის სადებიუტო მატჩში უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ მიიღო 2005 წელს, როცა მეტოქე ვილმოშ ვანჩაკს იდაყვი ჩაარტყა.

მესის პირველი წითელი ბარათი. 2005 წ.

მე-12 წუთზე ლიონელ მესის შორეული პასით მეკარესთან პირისპირ გასულმა სერხიო აგუერომ ანგარიში გახსნა. ხუთ წუთში ჩილეს ალექსის სანჩესი დააკლდა, მან ტრავმა მიიღო და ბრძოლა ვერ გააგრძელა. 22-ე წუთზე ჯოვანი ლო სელსომ მეკარესთან პირისპირ პაულო დიბალა გაიყვანა, რომელმაც ანგარიში 2:0 გახადა. 

კომენტარები

ბოლო ამბები