Thumbnail
  • 📅 8 ივლისი | ⌚ 00:00 | ⚽ ბრაზილია V პერუ | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • ბრაზილია აშკარა ფავორიტია
  • 'სელესაომ' ბოლოს 12 წლის წინ მოიპოვა ტიტული

კვირას "მარაკანა" კოპა ამერიკას კულმინაციას უმასპინძლებს - მასპინძელი ბრაზილია მოულოდნელი ფინალისტის, პერუს წინააღმდეგ. ბრაზილიის ნაკრები ახლოს არის კოპას მეცხრე ტიტულთან. ბოლოს "სელესაომ" ეს ტურნირი 2007 წელს მოიგო, მას მერე კი 12 წელი გავიდა. 

კოპა პერუს ნაკრებსაც მოუგია, თანაც ორჯერ - ორივეჯერ მე-20 საუკუნეში - 1939 და 1975 წლებში. 
როგორც ტურნირმა აჩვენა, ნეიმარის გარეშე მოთამაშე ბრაზილიის ნაკრები საკმაოდ ძლიერი გუნდია. კოპას წინ ნეიმარმა მორიგი ტრავმა მიიღო და თვალცრემლიანი დაემშვიდობა ნაკრებს - ფინალში სწორედ ნეიმარი "აკლია" გუნდს, თუმცა მის ნაცვლად კარგად ათამაშდა ევერტონი. სხვა მხრივ, "სელესაო" უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს. 

პერუს ნაკრებმა ნახევარფინალში ჩილე 3:0 დაამარცხა

ფილიპე ლუიში გამოჯანმრთელდა და ის სასტარტოში იქნება, ხოლო რიშარლისონისა და ფერნანდინიოს თამაში კვლავ საეჭვოა, თუმცა არც ერთი მათგანი არ მოიაზრება სასტარტოში. ვილიანი ნაკრებს დააკლდება.

ცოტა რთული წარმოსადგენია, რომ ბრაზილიას ფინალში გაუჭირდეს, მას მერე, რაც ნახევარფინალში უმთავრესი კონკურენტი არგენტინა დაამარცხა - 2:0. საქმე ისაა, რომ ჯგუფურ ერტაპზე "სელესაო" ერთხელ უკვე შეხვდა მეტოქეს და 5:0 გაანადგურა.

რიკარდო გარეკას არანაირი საფუძველი არ აქვს, ცვლილება განახორციელოს, მას მერე, რაც ბოლო ჩემპიონი ჩილე 3:0 დაამარცხა. ჯეფერსონ ფარფანის თამაში საეჭვოა. თუ ის ვერ გამოვა "მარაკანაზე", ეს უდიდესი დანაკლისი იქნება ისედაც ფინალის აშკარა აუტსაიდერი გუნდისთვის. 

საინტერესო ფაქტები

⚽  კოპა ამერიკა ყველაზე მეტჯერ ურუგვაიმ მოიგო - 15; არგენტინა - 14; ბრაზილია - 8; პარაგვაი, პერუ, ჩილე - 2-2; კოლუმბია, ბოლივია - 1-1. 

⚽  ბრაზილიის ნაკრები 11-ჯერ დასჯერდა ვერცხლის მედლებს, მეტი მხოლოდ არგენტინას ჰქონდა - 15. პერუს ნაკრებს კი ვერცხლის მედალი არასდროს მოუპოვებია.

⚽  პერუ 1975 წლის მერე პირველად თამაშობს კოპას ფინალში.

⚽  ბრაზილიისა და პერუს ბოლო 19 დაპირისპირებიდან პერუმ მხოლოდ 1 მოიგო.

⚽  ბრაზილიის ბოლო ოთხი ფინალში 2.5 გოლზე მეტი გადის.

სავარაუდო შემადგენლობები

ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი - დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ფილიპე ლუიში - არტური, კაზემირო - გაბრიელ ჟეზუში, კოუტინიო, ევერტონი - ფირმინო

პერუ (4-2-3-1): გალესე - ადვინკულა, სამბრანო, აბრამი, ტრაუკო - იოტუნი, ტაპია - კარილიო, კუევა, ფლორესი - გერერო 

კომენტარები

ბოლო ამბები