Thumbnail

ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა | თელასის მეტოქეები ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ჩემპიონი ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
  • ევროტურნირზე ენერგეტიკოსები Georgians-ის სახელით იასპარაზებენ

საქართველოს ფუტსალის ლიგის გამარჯვებული თელასი, ქვეყნის სახელს უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე დაიცავს.

ევროტურნირზე ენერგეტიკოსები Georgians-ის სახელით იასპარაზებენ და ბრძოლას პრელიმინარის რაუნდიდან დაიწყებენ. წილისყრის შედეგად თელასი H ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქე მასპინძელი ბულგარული ვარნა სიტი და ისრაელის ჩემპიონი მაქაბი იქნება. 

პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, ავთანდილ ასათიანის შეგირდები მეინ რაუნდის მერვე ჯგუფში ითამაშებენ, რომელიც ორად არის გაყოფილი. პრელიმინარის H და E ჯგუფის გამარჯვებულებს იტალიის წარმომადგენელი პეზარო და შვედური უდევალა  ელიან. ჩემპიონთა ლიგის პრელიმინარის მატჩები 27 აგვისტო - პირველ სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები