Thumbnail
  • კოპა ამერიკის ნახევარფინალში პერუმ ჩილე 3:0 დაამარცხა
  • პაულო გერერო მოქმედ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო ბომბარდირია

პერუს ნაკრებმა კოპა ამერიკაზე სენსაცია სრულყო: გუნდმა, რომელიც ტურნირის ფავორიტებს შორის არ მოიაზრებოდა, ნახევარფინალში ჩილეს ნაკრები დაამარცხა და ფინალში მასპინძელ ბრაზილიას შეხვდება.

პერუელებმა 2015 წლის ნახევარფინალის რიმეიქში მოქმედი გამარჯვებული ჩილე, მოულოდნელად, 3:0 დაამარცხეს და ბოლო ტრიუმფის (1975) შემდეგ, ფინალში პირველად გავიდნენ. ჩილეს ნაკრებს კი 2015 და 2016 წლების გამარჯვებების შემდეგ, ზედიზედ მესამედ შეეძლო ფინალში გასვლა. ბოლოს ასეთი რამ ბრაზილიამ შეძლო (1995-1999). ერთადერთი გუნდი, რომელმაც ტურნირის 103-წლიან ისტორიაში ზედიზედ სამჯერ შეძლო მისი მოგება, არგენტინის ნაკრებია - ‘ალბისელესტემ’ ეს 1940-იან წლებში მოახერხა.

პერუელები სენსაციურ წარმატებას ზეიმობენ

პორტუ ალეგრეში გამართულ მატჩში პერუს ნაკრები 21-ე წუთზე ედისონ ფლორესმა დააწინაურა. 38-ე წუთზე იოშიმარ იოტუნმა სხვაობა ორამდე გაზარდა - ეს გოლი მთლიანად ჩილეს მეკარე გაბრიელ არიასის სინდისზეა. 31 წლის კიპერმა კარი დატოვა, მაგრამ მას ანდრე კარილიომ დაასწრო, ამ უკანასკნელის პასით კი იოტუნმა დაუცველ კარში გაიტანა.

ჩილეს ნაკრების ტანჯვა 91-ე წუთზე პაულო გერერომ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ედუარდო ვარგასს 95-ე წუთზე პენალტით პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მისი ‘პანენკა’ გალესემ აიღო.

პაულო გერეროსთვის ეს კოპაზე გატანილი მე-13 გოლი გახლდათ, რითაც მან ვარგასს გადაასწრო და მოქმედ ფეხბურთელებს შორის ტურნირზე ახლა ყველაზე მეტი გოლი აქვს.

📺 ვიდეო: ჩილე 0:3 პერუ (მიმოხილვა)

ჩილე 0:3 პერუ • გარეკას ნაკრები ფინალშია 🇵🇪

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 03 ივლისი, 2019

“ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით. ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ და დავამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს,” - განაცხადა მატჩის შემდეგ გერერომ.

“ჩვენი მიზანი ტიტულის მოგება იყო, ეს კი უდიდესი იმედგაცრუებაა. ყველას გული გვტკივა,” - ეს ჩილეს ნაკრების ცენტრალური მცველის, გარი მედელის სიტყვებია.

ჩილე 0:3 პერუ

გოლები: 0:1 ფლორესი (21), 0:2 იოტუნი (38), 0:3 გერერო (91)

ჩილე (4-3-3): არიასი - ისლა, მედელი, მარიპანი (89. კასტილიო), ბოსეჟური - არანგისი, პულგარი, ვიდალი - ფუენსალიდა (46. საგალი), ე. ვარგასი, ა. სანჩესი.

პერუ (4-5-1): გალესე - ადვინკულა, სამბრანო, აბრამი, მიგელ ტრაუკო - ტაპია, იოტუნი, კარილიო (71. პოლო), კუევა (80. ბალონი), ფლორესი (50. გონსალესი) - გერერო.

გამოკითხვა

ვინ სად წავა სატრანსფერო პერიოდში?

  • დავიდ დე ხეა პსჟ-ში
  • ლეროი სანე ბაიერნში
  • პოლ პოგბა იუვენტუსში
  • რომელუ ლუკაკუ ინტერში
  • ჰენრიხ მხითარიანი ჩინეთში
  • ფილიპე კოუტინიო ჩელსიში
  • ალექსანდრ ლაკაზეტი ბასელონაში
  • კრისტიან ერიკსენი რეალ მადრიდში

კომენტარები

ბოლო ამბები