Thumbnail
  • გიორგი შერმადინი მალაგადან კანარის კუნძულებზე გადავიდა
  • შერმადინის პირველი კომენტარი ახალ კლუბში

იბეროსტარ ტენერიფემ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი აიყვანა. კანარის კუნძულების გუნდთან შერმადინმა 1+1 კონტრაქტი გააფორმა. შერმადინი 30 წლისაა და ის 217 სმ სიმაღლისაა, ბოლოს ის უნიკახაში თამაშობდა. 

შერმადინი ევროლიგის ორგზის ჩემპიონია, 2009 წელს პანათინაიკოსის რიგებში, 2013-ში კი ოლიმპიაკოსთან ერთად. 

ხუთი სეზონია, რაც გიორგი შერმადინი ლიგა ენდესაში თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში ის საშუალოდ 12.2 ქულასა და 5.8 მოხსნას აკეთებს, მისი საშუალო მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 16.1-ია. 

"ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რომ ტენერიფეს წევრი გავხდი. ბევრ მოთამაშეს კარგად ვიცნობ. როგორც ყველგან, აქაც ბევრს ვიშრომებ წარმატების მისაღწევად. ცხოვრებაში პირველად გვიწევს კუნძულზე ცხოვრება, რის გამოც მთელი ოჯახი აღფრთოვანებულები ვართ", - განაცხადა შერმადინი. 

გასულ სეზონში ტენერიფემ მე-9 ადგილი აიღო და პლეი ოფში ვერ გავიდა. შეგახსენებთ, რომ კანარის კუნძულების მეორე გუნდში, გრან კანარიაში ბექა ბურჯანაძე გადავიდა.  

კომენტარები

ბოლო ამბები