Thumbnail
  • ბრაზილია 2:0 არგენტინა
  • 1:0 გაბრიელ ჟეზუში (19), 2:0 რობერტო ფირმინო (71)

ბრაზილიამ კოპა ამერიკის ნახევარფინალში არგენტინა 2:0 დაამარცხა და ფინალშია!

'სელესაომ' ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, როდესაც დანი ალვეშმა საოცრად ითამაშა, შეტევა ფირმინომ გააგრძელა, გოლი კი გაბრიელ ჟეზუშმა გაიტანა - 1:0.

1:0 გაბრიელ ჟეზუში (19)

გაბრიელ ჟესუსის გოლი არგენტინის ნაკრების კარში - 1:0

გაბრიელ ჟესუსის გოლი არგენტინის ნაკრების კარში - 1:0

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 02 ივლისი, 2019

'ალბისელესტეს' გათანაბრების შანსი ჰქონდა: აგუეროს დარტყმას ალისონი ვერ მოიგერიებდა, მაგრამ ბრაზილიელი მეკარე ხარისხამ იხსნა.

სერხიო აგუეროს მომენტი ბრაზილიის ნაკრებთან

სერხიო აგუეროს მომენტი ბრაზილიის ნაკრებთან

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 02 ივლისი, 2019

სკალონის ნაკრებს მეორე ტაიმში რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ გოლი ისევ არგენტინის ნაკრების კარში გავიდა. ამჯერად, ფირმინომ საგოლე გადაცემა ჟეზუშისგან მიიღო და არგენტინასთან ბრაზილიას ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა - 2:0.

2:0 რობერტო ფირმინო (71)

ჟესუსის საოცარი თამაში და ფირმინოს გოლი - 2:0

ჟესუსის საოცარი თამაში და ფირმინოს გოლი - 2:0

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 02 ივლისი, 2019

ბრაზილია 2:0 არგენტინა

გოლები: 1:0 გაბრიელ ჟეზუში (19), 2:0 რობერტო ფირმინო (71)

ბრაზილია (4-5-1): ალისონი - დანი ალვეში, მარკინიოსი (64. მირანდა), ტიაგო სილვა, ალექს სანდრო - არტური, კაზემირო, გაბრიელ ჟეზუში (80. ალანი), კოუტინიო, ევერტონი (46. ვილიანი) - რობერტო ფირმინო.

არგენტინა (4-1-2-1-2): არმანი - ფოიტი, პეცელა, ოტამენდი, ტალიაფიკო (85. დიბალა) - პარედესი - დე პაული (67. ლო სელსო), აკუნია (59. დი მარია) - მესი - ლ. მარტინესი, აგუერო.

ფაქტია, 'სელესაო' ამ ტურნირზე გოლს არ უშვებს. ბრაზილიელებმა ჯერჯერობით ერთადერთხელ ინერვიულეს, როდესაც პარაგვაისთან თერთმეტმეტრიანები დაარტყეს. ბრაზილიელთა მეტოქე ფინალში ჩილესა და პერუს ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები