Thumbnail

£55 მილიონი - ლიონის ნახევარმცველი ტოტენჰემში ითამაშებს!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • £55 მილიონი ლიონის ნახევარმცველში
  • ნდომბელე 2018 წლის იანვრის შემდეგ სპურსის პირველი შენაძენია...

ლიონის ნახევარმცველი ნტანგაი ნდომბელე ტოტენჰემ ჰოთსპურში ითამაშებს. საფრანგეთის ნაკრების წევრმა სპურსთან 6 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ნდომბელე პოჩეტინოსთვის 2018 წლის იანვრის შემდეგ პირველი ტრანსფერია, კლუბმა ლიონს მის სანაცვლოდ £55 მილიონი გადაუხადა.

22 წლის ფრანგი ჩინეთში წასულ მუსა დემბელეს ადგილს დაიკავებს, როგორც ამბობენ ნდომბელე სატრანსფერო ბაზარზე მაურისიო პოჩეტინოს ნომერ პირველი სამიზნე გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები