Thumbnail

U21 | ესპანეთმა გერმანიას მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ესპანეთი (U21) 2:1 გერმანია (U21)
  • ესპანეთმა 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო

იტალიაში დასრულდა 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი, რომლის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში გერმანიას 2:1 მოუგო.

ლუის დე ლა ფუენტეს ნაკრებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. ნაპოლის ფეხბურთელმა, ფაბიან რუისმა გერმანელებს ულამაზესი გოლი გაუტანა და ესპანეთი დაწინაურა - 1:0. რუისის გოლს და ესპანეთის ჩემპიონობას ნაპოლის პრეზიდენტი გამოეხმაურა. აურელიო დე ლაურენტისმა ფაბიანი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ მოიხსენია.

მეორე გოლი დანი ოლმომ 69-ე წუთზე გაიტანა და ესპანეთს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა, რითიც მატჩის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყდა - 2:0.

გერმანელებმა ერთი გოლი 88-ე წუთზე გაქვითეს, თუმცა ნადიმ ამირის გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა და ესპანეთმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ამ ასაკობრივ ტურნირზე მეხუთედ მოიპოვა, რითიც იტალიის ნაკრებს გაუთანაბრდა.

კომენტარები

ბოლო ამბები