Thumbnail

პერუმ ურუგვაის მოუგო და ნახევარფინალში ჩილეს შეხვდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ურუგვაი 0:0 პერუ
  • ოთხიდან სამი ნახევარფინალისტი თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა

კოპა ამერიკაზე ოთხივე ნახევარფინალისტი ვინაობა ცნობილია. ბოლო მეოთხედფინალში ურუგვაიმ პერუსთან ფრედ 0:0 ითამაშა და თერთმეტმეტრიანების სერიაში 4:5 დამარცხდა.

ძირითად დროში ურუგვაიმ სამი გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ სამივე გოლი მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა. ბრაზილიელმა მსაჯმა პირველ ტაიმში არასკაეტას გოლი გააუქმა, ხოლო მეორე ნახევარში - კავანისა და სუარესის.

თერთმეტმეტრიანების სერიაში ლუის სუარესმა პირველივე დარტყმა გააფუჭა. მას პერუელთა მეკარემ გალიესემ აჯობა, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი კი ედვინ ფლორესმა გაიტანა და გარეკას ნაკრები ნახევარფინალში გავიდა, სადაც მათი მეტოქე მოქმედი ჩემპიონი, ჩილეს ნაკრები იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები