Thumbnail

ასეთი რამ არასდროს გინახავთ - მესიმ არგენტინის ჰიმნი პირველად იმღერა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • არგენტინის ნაკრების 32 წლის კაპიტანმა ვენესუელასთან მატჩის წინ ჰიმნი იმღერა
  • ბარსელონას თავდამსხმელმა თავის სანაკრებო კარიერაში ეს პირველად გააკეთა
  • ლეოს სიმღერის შემდეგ ალბისელესტემ მეტოქე დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა 

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ, კოპა ამერიკის ¼-ფინალური მატჩის წინ,  თავისი ქვეყნის ჰიმნი იმღერა. 32 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა მოედანზე ჰიმნი პირველად შეასრულა მას შემდეგ, რაც ეროვნულ გუნდში გამოდის.

სხვათა შორის, ოთხიოდე წლის წინ ბარსელონას თავდამსხმელი აცხადებდა, რომ მატჩის წინ არასდროს უმღერია და არც არასდროს იმღერებდა არგენტინის ეროვნულ ჰიმნს.

“ვბრაზდები იმ ადამიანებზე, რომლებიც დაუფიქრებლად მაკრიტიკებენ ყველაფერზე. იმაზეც კი, რომ ქვეყნის ჰიმნს არ ვმღერი. დიახ, თამაშის წინ არ ვმღერი და ამას არც მომავალში ვაპირებ. არ მჭირდება სიმღერა იმისთვის, რომ მომენტის მნიშვნელობა შევიგრძნო. ჩემი პრიორიტეტი ნაკრებთან ერთად ტიტულის მოპოვებაა”, - ამბობდა 2015 წლის დეკემბერში ლეო. 

ვენესუელასთან მოგებული თამაშის შემდეგ კი მესიმ ჟურნალისტებთან თავისი ქმედება მოკლედ ახსნა: 

"დღეს მინდოდა, რომ ჰიმნი მემღერა და გავაკეთე კიდეც ეს".

ლეოს ვენესუელასთან მთელი ოჯახი ქომაგობდა - დედ-მამა და ცოლ-შვილი

არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკს ¼-ფინალში ვენესუელა ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ტურნირის მასპინძელ ბრაზილიას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები