Thumbnail

PREVIEW | ურუგვაი ფავორიტია - ბოლო ნახევარფინალისტი სალვადორში გაირკვევა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 📅 29 ივნისი | ⌚ 23:00 | ⚽ ურუგვაი V პერუ | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • ურუგვაი ფავორიტია, პერუს ბრაზილიასთან 0:5 მწარედ ახსოვს

29 ივნისს სალვადორის "არენა ფონტე ნოვაზე" კოპა ამერიკა 2019-ის ბოლო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება. ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტი ურუგვაი პერუს ხვდება. 

ოსკარ ტაბარესის გუნდს აკლია მატიას ვესინო, საეჭვოა დიეგო ლექსალტის თამაში. თუ ლექსალტი ვერ გამოჯანმრთელდა, მაშინ მის ადგილზე მარტინ კასერესი ითამაშებს, ხოლო ჯოვანი გონსალესი მარჯვენა მცველად მოგვევლინება. 

ვესინოს არყოფნას ურუგვაის ნაკრები უკვე მიჩვეულია, მის ადგილს შუახაზში ლუკას ტორეირა ითამაშებს, ის როდრიგო ბენტანკურს შეუწყვილდება. პერუს ნაკრებს დანაკარგი არ აქვს და ის უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს სალვადორში. 

საინტერესო ფაქტები 

⚽ ურუგვაის ნაკრებს კოპაზე 4 თამაშია, რაც არ წაუგია (3 მოგება, 1 ფრე).

⚽ ბრაზილიასთან 0:5-ის შემდეგ რიკარდო გარსიას გუნდს ცუდი სტატისტიკა აქვს კოპაზე -1 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება ბოლო 6 მატჩში ფიფას ტოპ-20-ეულში მყოფ გუნდებთან.

⚽ თუმცა მხოლოდ ბრაზილიასთან მატჩში იყო ანგარიშში სხვაობა 1 გოლზე მეტი.

⚽ ჩილეს ნაკრების კარში გოლი ედინსონ კავანისთვის მხოლოდ მეორე იყო კოპა ამერიკაზე.

⚽ ურუგვაიმ ბოლო 6 მოგებული მატჩიდან 5-ში ორივე ტაიმი მოიგო.

სავარაუდო მეტოქეები

ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - გონსალესი, ხიმენესი, გოდინი, კასერესი - ნანდესი, ტორეირა, ბენტანკური, ლოდეირო - კავანი, სუარესი

პერუ (4-2-3-1): გალესე - ადვინკულა, სამბრანო, აბრამი, ტრაუკო - იოტუნი, ტაპია - პოლო, ფარფანი, კეუვა - გერერო 

კომენტარები

ბოლო ამბები