Thumbnail

'მას ყველაფერი შეუძლია, არაჩვეულებრივი იყო' - ყაზაიშვილი ალმეიდამ შეაქო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვაკოს კარგ თამაშს მატიას ალმეიდა და კრის ვონდოლოვსკი გამოეხმაურნენ
  • ქართველმა ფეხბურთელმა ჰიუსტონ დინამოსთან დუბლი შეასრულა 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სან ხოსეს 26 წლის ნახევარმცველმა, ვაკო ყაზაიშვილმა ჰიუსტონ დინამოს 2 გოლი გაუტანა და ბოლო 3 მატჩში 5 გოლი დაუგროვდა. ყაზაიშვილის კარგ თამაშს სან ხოსეს მწვრთნელი, მატიას ალმეიდა და ვაკოს თანაგუნდელი, MLS-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კრის ვონდოლოვსკი გამოეხმაურნენ.

არგენტინელი სპეციალისტი ქართველის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა

მატიას ალმეიდა: ''ჰიუსტონთან თამაშის დროს ჩვენ ის დონე ვნახეთ, რისი ნახვაც ვაკოსგან მსურდა. მიმაჩნია, რომ ყოველთვის მაქსიმუმისთვის უნდა იბრძოდე. ვაკომ საოცარი მატჩი ჩაატარა. მინდა, რომ მრავალმხრივი იყოს, თამაშობდეს უბურთოდაც და არიგებდეს პასებს, როდესაც გუნდი თავს იცავს. ვაკოს ყველაფერი შეუძლია. გუნდმა კი მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა".

კრის ვონდოლოვსკი: "ვაკო არაჩვეულებრივი იყო. ვამაყობ მისით. ძირითად შემადგენლობაში გამოჩენის შემდეგ, კარგად ითამაშა და ლაღად გამოიყურებოდა. მისი პირველი გოლი ბრწყინვალე იყო და მისი ასეთი თამაში კარგი სანახავია".

კომენტარები

ბოლო ამბები