Thumbnail

ბრაზილია ნახევარფინალშია! სელესაომ პარაგვაის თერთმეტმეტრიანებში მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრაზილია 0:0 პარაგვაი
  • სელესაო მომდევნო ეტაპზე თერთმეტმეტრიანების წყალობით გავიდა

კოპა ამერიკის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩი ბრაზილიამ პარაგვაის პორტო ალეგრეში უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. პირველ ტაიმში რეალური საგოლე მომენტი პარაგვაის ჰქონდა, თუმცა დერლისს გონსალეს ალისონმა აჯობა.

მეორე ტაიმის 58-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ფაბიან ბალბუენა გააძევა და ედუარდო ბერისოს გუნდი მინდორზე 10 კაცით დარჩა. პარაგვაიმ ბრაზილიელეთა შეტევებს გაუძლო და შეხვედრა თერთმეტმეტრიანების სერიამდე მიიყვანა, სადაც დარტყმები უკეთ ბრაზილიელებმა შეასრულეს და 4:3 მოიგეს. გადამწყვეტი დარტყმა გაბრიელ ჟესუსმა შეასრულა.

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკის ნახევარფინალში გავიდა. სელესაო ნახევარფინალში ვენესუელასა და არგენტინას შორის გამარჯვებულს დაელოდება. ბრაზილიის ნაკრებს პარაგვაისთან თერთმეტმეტრიანების სერია 21-ე საუკუნეში 2-ჯერ ჰქონდა წაგებული, ხოლო ერთხელ პარაგვაიმ ბრაზილიელები ტურნირიდან ძირითად დროშიც გამოაგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები