Thumbnail
  • 📅 28 ივნისი | ⌚ 04:30 | ⚽ ბრაზილია V პარაგვაი | 📺 SILK SPORT UNIVERSAL
  • ბრაზილია მეოთხედფინალს კაზემიროს გარეშე შეხვდება...

კოპა ამერიკის მეოთხედფინალურ მატჩში, ტურნირის მასპინძელი ბრაზილია პორტუ ალეგრიში B ჯგუფის მესამეადგილოსან - პარაგვაის დაუპირისპირდება.

ბრაზილიას პარაგვაის წინააღმდეგ ნახევარდაცვის ცენტრის ერთ-ერთი ლიდერი - კაზემირო არ ეყოლება, რომელსაც დიდი ალბათობით, მანჩესტერ სიტის - ფერნანდინიო შეცვლის.

წინა ხაზში გასული მატჩებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით ადგილს ევერტონიმ გაბრიელ ჯეზუში და ლივეპრულის რობერტო ფირმინო დაიკავებენ.

კოპა ამერიკის B ჯგუფის მესამე ადგილოსანმა - პარაგვაიმ გასული 3 შეხვედრა 4-4-1-1 სათამაშო სქემით ჩაატარა და, სავარაუდოდ, მასპინძლებთან მატჩსაც პარაგვალები ამ ტაქტიკით ითამაშებენ.

საინტერესო ფაქტები

⚽ ბრაზილიას მიმდინარე ტურნირზე ჯერ გოლი არ გაუშვია.

⚽ პარაგვაი ჯგუფიდან ისე გავიდა, რომ მატჩი არ მოუგია.

⚽ ბრაზილიას ტურნირზე წელს ყველაზე მეტი - 8 გოლი აქვს გატანილი.

⚽ სელესაო უკვე 13 მატჩია დაუმარცხებელია - 11 მოგება, 2 ფრე.

⚽ ბრაზილიელებს კომნებოლის წევრი ნაკრების წინააღმდეგ უკვე 754 წუთია გოლი არ გაუშვიათ.

⚽ პარაგვაის კოპას მეოთხედფინალში ბრაზილია პენალტებში ორჯერ ჰყავს დამარცხებული.

⚽ პარაგვაის 3 გოლში, 2 საგოლე პასი ნიუკასლის მიგელ ალმირონის ანგარიშზეა.

⚽ ბრაზილიის ბოლო 5 გამარჯვებაში, ყველა მატჩში ნაკრებმა ერთ ტაიმში 3 გოლის გატანა შეძლო.

 სავარაუდო შემადგენლობები

ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი - დანი ალვეში, დავიდ ლუისი, ტიაგო სილვა, მარკინოსი, - ფერნანდინიო, არტური - ევერტონი, კოუტინიო, გაბრიელ ჟეზუში - ფირმინო

პარაგვაი (4-4-1-1): ფერნანდესი - პირისი, ალონსო, გომესი, არსამენდია - გონსალესი, რ. როხასი, სანჩესი, მ. როხასი - ალმირონი, კარდოსო

კომენტარები

ბოლო ამბები