Thumbnail

ფუტსალის ლიგა | საქართველოს ჩემპიონი ფინალური სერიის მე-5 მატჩში გამოვლინდება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ფინალური სერია: TMC თბილისი 2:2 თელასი
  • 28 ივნისს გადამწყვეტი მატჩია

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის მიმდინარე სეზონის საჩემპიონო სერიის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა. TMC თბილისმა დაძაბულ მატჩში თელასს 2:1 სძლია. სერიაში ანგარიში კვლავ გათანაბრდა და საქართველოს ჩემპიონი გადამწყვეტ ბრძოლაში, 28 ივნისს გამოვლინდება. 

პირველ ტაიმში მედიკოსების დაწინაურება გიორგი სილაგავამ მოახერხა. მეცხრამეტე წუთზე კახა მაისაიამ წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში გუნდები ფრთხილობდნენ,. ფინალურ სასტვენამდე სამი წუთით ადრე კი ვახტანგ კეკელიამ გამარჯვების გოლი შეაგდო. დარჩენილი დრო თელასისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ქვეყნის მთავარი ტიტულის მფლობელი მეხუთე შეხვედრაში გამოვლინდება.

კომენტარები

ბოლო ამბები