Thumbnail

სექსი ვარსკვლავთან - მესის ირანელი ორეული და 23 მოტყუებული ქალი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რიზა პერესტესი ვარსკვლავთან გარეგნული მსგავსებით ბოროტად სარგებლობდა
  • მესისთან მსგავსების წყალობით, ის ქალებს ინტიმურ ურთიერთობაზე ითანხმებდა
  • პერესტესს სასამართლოში 23-მა მოტყუებულმა ქალმა უჩივლა 

ბარსელონას არგენტინელ თავდამსხმელ ლიონელ მესის ირანში ორეული ჰყავს - რიზა პერესტესი, რომელიც ვარსკვლავთან გარეგნულ მსგავსებას, ინტიმურ ურთიერთობაზე ქალების დასათანხმებლად წარმატებით იყენებდა.

რიზა პერესტესი ირანელ ქალბატონებში პოპულარული იყო

ირანელ თაღლითზე Insolite TV იუწყება, რომლის ცნობით, პერესტესი საკუთარ თავს ქალბატონებთან მესიდ ასაღებდა და მათ სექსზე ითანხმებდა. ამ გზით მან კავშირი, სულ ცოტა, 23 ქალთან დაამყარა, რომლებმაც ბოლოს ის ტყუილში გამოიჭირეს და სასამართლოში უჩივლეს.

აღსანიშნავია, რომ მესისთან მსგავსების წყალობით, პერესტესმა სახელი ჯერ კიდევ 2017 წელს გაითქვა. მას ქუჩაში, როგორც მესის, ხშირად აჩერებდნენ და სამახსოვრო ფოტოს გადაღებას სთხოვდნენ.

სამახსორო ფოტო ცრუ მესისთან

ნამდვილი ლიონელ მესი ანტონელა რაკუცოზეა დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავს: ტაიგო, ჩირო და მატეო. 32 წლის სუპერვარსკვლავი ამჟამად არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე გამოდის, სადაც ¼-ფინალში ვენესუელას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები