Thumbnail

'უნდა წავიდეს!' - მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელებს პოგბას გაშვება სურთ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 26 წლის ფრანგის გაყიდვას მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელებიც ემხრობიან 
  • პოგბას გადაბირებით მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსი ინტერესდებიან

მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები ითხოვენ, რომ გუნდის ნახევარმცველმა პოლ პოგბამ გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვოს. ინგლისური მედიის ცნობით, მანკუნიანელი ფეხბურთელების აზრით, 26 წლის ფრანგის წასვლით კლუბი მხოლოდ მოიგებს.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა პოგბას გაყიდვაზე თანხმობა უკვე განაცხადა. ცნობილია, რომ მსოფლიოს ჩემპიონის გადაბირების მთავარი პრეტენდენტები, მადრიდის რეალი და ტურინის იუვენტუსი არიან.

მეტი ამ თემაზე: ‘დროა, რაღაც ახალი ვცადო!’ - პოლ პოგბამ აღიარა, რომ იუნაიტედიდან წასვლა სურს

გასულ სეზონში პოგბამ ინგლისის პრემიერლიგის 35 მატჩში ითამაშა და 13 გოლი (7 პენალტით) და 9 საგოლე პასი მიითვალა. ფეხბურთელს მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მისი სატრანსფერო ფასი კი დღეისათვის 100 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

კომენტარები

ბოლო ამბები