Thumbnail
  • ეკვადორი 1:2 ჩილე
  • 0:1 ფეუნსალიდა (8), 1:1 ენვერ ვალენსია (პენ - 26). 1:2 სანჩესი (51)

კოპა ამერიკის მეორე ტური ეკვადორისა და ჩილეს მატჩით დასრულდა. რეინალდო რუედას ნაკრებმა კოპა ამერიკაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა და პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

მოქმედი ჩემპიონები მე-8 წუთზე ფუენსალიდას ლამაზი დარტყმით დაწინაურდნენ, რასაც ენვერ ვალენსიამ ზუსტი თერთმეტმეტრიანით უპასუხა და ეკვადორს ანგარიში გაათანაბრებინა - 1:1.

მატჩის გმირი ალექსის სანჩესი გახდა, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და ჩილეს ნაკრებს 3 ქულა მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი უხეში გამოდგა და არგენტინელმა მსაჯმა ლუსტაუმ ფეხბურთელებს 9 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა.

ეკვადორი 1:2 ჩილე • სანჩესმა ჩილე ჯგუფიდან გაიყვანა

ეკვადორი 1:2 ჩილე • სანჩესმა ჩილე ჯგუფიდან გაიყვანა

Posted by Silk Sport on პარასკევი, 21 ივნისი, 2019

ჩილეს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. მისი მეტოქე ბოლო ტურში ურუგვაის ნაკრები (4 ქულა) იქნება. ეკვადორს 0 ქულა აქვს, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ჯგუფის ბოლო მატჩში ეკვადორის მეტოქე იაპონია იქნება (1).

კომენტარები

ბოლო ამბები