Thumbnail

სროლა და დაჭრილები ტორონტოში - რეპტორსის ზეიმი ქაოსში გადაიზარდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ტორონტო რეპტორსის გრანდიოზული ზეიმი ქაოსში გადაიზარდა
  • სოციალურ ქსელებში შემაძრწუნებელი ვიდეოები ვრცელდება, არიან დაჭრილები

საშინელი ამბავი ტორონტოდან: კანადის პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რეპტორსის საჩემპიონო ზეიმზე, რომელსაც 2 მილიონამდე ადამიანი ესწრებოდა, სროლა ატყდა!

📺 ვიდეო: მომენტი, როცა სროლა დაიწყო

ტორონტოს პოლიციის ინფორმაციით, Nathan Phillip's Square-ზე ოთხ ადამიანს ესროლეს, რის შემდეგაც NBA-ს ჩემპიონის ზეიმი სრულ ქაოსში გადაიზარდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ცდილობენ ადამიანები შემთხვევის ადგილიდან გაქცევას.

📺 ვიდეო: ქაოსის ამსახველი კადრები

სროლების შემდეგ ზეიმის მონაწილეები პანიკამ მოიცვა. მოდერატორმა მეტ დევლინმა ზეიმი შეწყვიტა და ადამიანებს სცენიდან სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, მაგრამ პანიკის განეიტრალება უკვე შეუძლებელი იყო.

📺 ვიდეო: 'როიტერსის' კადრები

როგორც გაირკვა, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ასევე დაადასტურა, რომ სამი პირი დაკავებულია. მათ ორი ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდათ.

📺 ვიდეო: ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავების კადრები

შეგახსენებთ, რომ ტორონტო რეპტორსი გახდა პირველი კანადური გუნდი, რომელმაც NBA მოიგო. კავაი ლეონარდმა და კომპანიამ გოლდენ სტეიტი ფინალურ სერიაში 4:2 დაამარცხა. სანამ სროლა ატყდებოდა, ტორონტოს ქუჩებში ჩემპიონობას 2 მილიონამდე ადამიანი ზეიმობდა.

📺 ვიდეო: ათასობით ადამიანის პანიკა - აჩქარებული კადრი

 

კომენტარები

ბოლო ამბები