Thumbnail
  • 18 ივნისს ნიონში ევროთასების წილისყრა გაიმართება
  • ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები დაკონკრეტდა

18 ივნისს ქართული კლუბები ევროთასების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქეების ვინაობას შეიტყობენ - შვეიცარიულ ნიონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის წილისყრა შედგება.

უეფამ ორივე ტურნირზე გუნდები ჯგუფებში გადანაწილდა. ასე რომ, ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეთა ვინაობა შემცირდა.

ჩემპიონთა ლიგაზე საბურთალო ითამაშებს, რომელიც მე-2 ჯგუფში მოხვდა განუთესელთა შორის. საქართველოს ჩემპიონს ხუთი სავარაუდო მეტოქე ჰყავს.

საბურთალოს სავარაუდო მეტოქეები:

სელტიკი (შოტლანდია), ყარაბაღი (აზერბაიჯანი), შერიფი (მოლდოვა), დუდელანჟი (ლუქსემბურგი) და სლოვანი (სლოვაკეთი). 

ბუნებრივია, ყველაზე არასასურველი მეტოქე გლაზგოს სელტიკია, რომელიც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეთა შორის ყველაზე მაღალი რეიტინგისაა. 

ევროპალიგაზე ქუთაისის ტორპედო, საჩხერის ჩიხურა და თბილისის დინამო ითამაშებენ. 
განთესილი მხოლოდ დინამოა, რომელიც მე-7 ჯგუფშია.

დინამოს სავარაუდო მეტოქეები:

ტეუტა (ალბანეთი), ლა ფიორიტა (სან მარინო)/ენგორდანი (ანდორა), შიროკი ბრიეგი (ბოსნია), დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი), კაუნო (ლიტვა).

ტორპედოს სავარაუდო მეტოქეები:

ჰაიდუკი (ხორვატია), ლეგია (პოლონეთი), რადნიჩკი (სერბეთი), ცსკა (ბულგარეთი), ორდაბასი (ყაზახეთი).

ჩიხურას სავარაუდო მეტოქეები:

ტრნავა (სლოვაკეთი), ჟალგირისი (ლიტვა), ფოლა ეში (ლუქსემბურგი), ალაშკერტი (სომხეთი), ოლიმპია (სლოვენია). 

კომენტარები

ბოლო ამბები