Thumbnail

ბოლო წამზე მოგებული მატჩი - საქართველო ელიტაში დარჩა!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო U20 12:8 ფიჯი U20
  • 'უმცროსი ბორჯღალოსნების' მომდევნო მეტოქე იტალია იქნება

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინის ქალაქ როსარიოში, ფიჯისთან მსოფლიოს ჩემპიონატის მე-4 მატჩი გამართა და Club Old Resian-ზე გამარჯვება მოიპოვა. უამინდობის გამო, სტადიონი საშინელ მდგომარეობაში იყო, რის გამოც მოთამაშეები ბევრ შეცდომას უშვებდნენ. ილია მაისურაძის გუნდმა ფიჯის 2 ლელო დაუდო.

ფიჯელები სწრაფად დაწინაურდნენ. მე-11 ნომერმა მომომ ლელოს დადება მოახერხა და კუნძულელები დააწინაურა, ფიჯელებმა გარდასახვა ვერ გამოიყენეს - 0:5.

საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთ ეპიზოდში ლელოს დადებაც შეძლო. 'უმცროსმა ბორჯღალოსნებმა' ბურთი ფრთაზე კარგად ჩაათამაშეს და 24-ე წუთზე ფიჯელთა ჩათვლის მოედანში ლელო ბექა ყორიაულმა გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ლელო გააუქმა და ანგარიში უცვლელი დარჩა - 0:5. პირველი ნახევარიც ამ ანგარიშით დასრულდა.

უმცროსმა 'ბორჯღალოსნებმა' მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს, მაგრამ შეცდომების დაშვება გააგრძელეს და შეხვედრის 54-ე წუთზე ფიჯელებმა თავისი შანსი გამოიყენეს და ჯარიმა გაიტანეს - 0:8.

ალივერტი ლოალოას სინბინი

მატჩის 57-ე წუთზე ალივერეტი ლოალოა მაღალი ბოჭვის გამო გაასინბინეს. საქართველოს ნაკრებს ლელოს დადების კარგი შანსი მიეცა და რამდენიმე ფაზიანი შეტევის შემდეგ, იოანე იაშაღაშვილმა ლელოს გატანა მოახერხა, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა და სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა - 7:8.

მატჩის გაწითლებულ დროში საქართველომ შანსი გამოიყენა და ვანო კარკაძემ ლელო დადო, რომლითაც 'უმცროსმა ბორჯღალოსნებმა' მატჩი 12:8 მოიგო და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. ბოლო მატჩი საქართველოს მეტოქე იტალიის ნაკრები იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები