Thumbnail
  • ბექა ბურჯანაძე ესპანეთში მე-9 სეზონს დაიწყებს
  • ქართველი კალათბურთელისთვის გრან კანარია მე-5 ესპანური გუნდია

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მოთამაშე, ბექა ბურჯანაძე კარიერას ისევ ესპანეთში გააგრძელებს. ბექამ ACB ლიგიდან გავარდნილი გიპუსკოა დატოვა და მომავალ სეზონში უკვე გრან კანარიას ღირსებას დაიცავს. ბექა ახალ გუნდში მინიმუმ 2 წლით დარჩება.

ბურჯანაძე კარიერას სევილიაში იწყებდა, რის შემდეგად ლეიმა კორუნიაში გადავიდა. ბურჯანაძემ 2 წელი ანდორაში გიორგი შერმადინთან ერთად ითამაშა და საბოლოოდ გიპუსკოაში აღმოჩნდა, სადაც ამ სეზონში 11,2 ქულასა და 5,8 მოხსნას აგროვებდა. 25 წლის კალათბურთელის გრან კანარიამ ეს სეზონი რეგულარულში მე-12 ადგილზე დაასრულა.

ზაზა ფაჩულიამ ინსტაგრამის სთორიში ბურჯანაძეს ტრანსფერი მიულოცა: ვულოცავ ჩემს ძმას კარიერაში ახალი ეტაპის დაწყებას.

კომენტარები

ბოლო ამბები