Thumbnail
  • ურუგვაი 4:0 ეკვადორი
  • 1:0 ლოდეირო (6), 2:0 კავანი (33), 3:0 სუარესი (44), 4:0 მინა (ს/კ 78)

კოპა ამერიკის C ჯგუფის პირველ მატჩში ურუგვაიმ ეკვადორს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. ოსკარ ტაბარესის გუნდმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წითელმა ბარათმა მატჩზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა და ეკვადორის განადგურებას შეუწყო ხელი.

ურუგვაი 4:0 ეკვადორი • კავანის შედევრი გოლი

ურუგვაი 4:0 ეკვადორი • კავანის შედევრი გოლი

Posted by Silk Sport on კვირა, 16 ივნისი, 2019

ნიკოლას ლოდეირომ ანგარიში მე-6 წუთზე გახსნა, რის შემდეგაც 24-ე წუთზე მსაჯმა კინტეროსი მინდვრიდან უხეშობის გამო გააძევა. ათი კაცით დარჩენილ ეკვადორს პირველ ტაიმში ჯერ ედინსონ კავანიმ გაუტანა ულამაზესი გოლი, ხოლო მატჩის 44-ე წუთზე ლუის სუარესმაც გამოიჩინა თავი. აღსანიშნავია, რომ კავანიმ კოპა ამერიკაზე პირველად გაიტანა.

მეორე ტაიმში ურუგვაიმ მეტოქე კიდევ ერთხელ დაამწუხრა - არტურო რაფაელ მინამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:0. ამ ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი გაიმართება - ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ჩილე იაპონიას დაუპირისპირდება. ურუგვაი მომდევნო ტურში იაპონიას შეხვდება.

ურუგვაი (4-4-2): მუსლერა - კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ლაქსალტი - ნანდესი (64. პერეირო), ვესინო (81. ვალვერდე), ბენტანკური, ლოდეირო (75. ტორეირა) - სუარესი, კავანი.

კომენტარები

ბოლო ამბები