Thumbnail

ეროვნული ლიგა | შენგელიას ბრწყინვალე გოლით თბილისის დინამომ ვიტ ჯორჯიას მოუგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო თბ. 2:1 ვიტ ჯორჯია
  • ფავორიტმა მეტოქე 90-ე წუთზე გატეხა

ეროვნული ლიგის მე-18 ტური თბილისური დერბით დასრულდა, რომელშიც დინამომ ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა. ფავორიტმა 90-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო, რომლის ავტორი ლევან შენგელიაა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენგელიამ სეზონის ერთ-ერთი საუკეთესი გოლი გაიტანა - მარჯვენა ფლანგზე მიიღო ბურთი, ცენტრისკენ შეირბინა და უძლიერესი დარტყმით მეტოქე გუნდის კარის ცხრიანი დალაშქრა. სწორედ ამ შესანიშნავი გოლით მოიპოვა დინამომ მნიშვნელოვანი გამარჯვება.

ლევან შენგელიას ულამაზესი გოლი ვიტ ჯორჯიას კარში

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on კვირა, 16 ივნისი, 2019

იქამდე ანგარიში 1:1 იყო. მე-14 წუთზე დმიტრო ივანისენიამ გახსნა ანგარიში, 42-ე წუთზე კი ცოტნე მოსიაშვილმა გაათანაბრა. თამაში დინამოს უპირატესობით წარიმართა, თუმცა მომენტები ვიტ ჯორჯიასაც ჰქონდა.

ამ მატჩით ეროვნული ლიგის მე-18 ტური დასრულდა. სატურნირო ცხრილს 38 ქულით საბურთალო ლიდერობს, ერთი ქულით ნაკლები აქვს ბათუმის დინამოს, მესამე პოზიციაზე კი 32 ქულით თბილისის დინამოა. 

დინამო 2:1 ვოტ ჯორჯია

გოლები: 1:0 ივანისენია (14), 1:1 მოსიაშვილი (42), 2:1 შენგელია (90).

კომენტარები

ბოლო ამბები