Thumbnail

კლიმენტი წიტაიშვილი გახსოვთ? მისი შვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უკრაინა 3:1 სამხრეთ კორეა
  • 0:1 ლი კანგინი (5), 1:1 სუპრიაგა (34), 1:2 სუპრიაგა (53), 1:3 წიტაიშვილი (89)

უკრაინის საფეხბურთო ნაკრები 20-წლამდელ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია - მათ ფინალში სამხრეთ კორეას 3:1 მოუგეს.

კორეელები მე-5 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით იგებდნენ, თუმცა უკრაინამ სუპრიაგას მიერ 34-ე და 53-ე წუთებზე გატანილი გოლებით თამაში შემოატრიალა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟმა - გიორგი წიტაიშვილმა დასვა, რომელმაც კორეელებს ეფექტური გოლი გაუტანა და უკრაინას ისტორიული ტიტული მოუტანა.

უკრაინა ფინალში პირველად გავიდა და პირველივე ჯერზე შეძლო თასის აღმართვა. უკრაინელები იმ სამ ნაკრებს შეურთდნენ, რომლებსაც არცერთი ფინალი არ წაუგიათ - საფრანგეთი, ინგლისი და სერბეთი.

გიორგი წიტაიშვილი ისრაელში დაიბადა, უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდის. ადრე საუბრობდნენ, რომ გიორგის საქართველოს ნაკრებში უნდა ეთამაშა, მაგრამ ფაქტია, რომ მან მსოფლიოს ჩემპიონობა უკრაინის ნაკრების რიგებში იზეიმა. მას კიევის დინამოსთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. ფინალში დუბლის შემსრულებელი ვლადისლავ სუპრიაგაც კიევის დინამოს საკუთრებაა.

კლიმენტი წიტაიშვილი ცნობილი ქართველი ფეხბურთელია. მას 21-წლიან საფეხბურთო კარიერაში 14 გუნდში უთამაშია. წიტაიშვილი საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ღირსებასაც იცავდა.

კომენტარები

ბოლო ამბები