Thumbnail

რამოსის ქორწილში AC/DC დაუკრავს, რონალდო დაპატიჟებული არ არის!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • სერხიო რამოსი ქორწინდება
  • ქორწილში AC/DC დაუკრავს...

სევილიაში ამ შაბათ-კვირას დიდი ზეიმია, 4 გზის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი, 2 გზის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონი სევილიელი - სერხიო რამოსი ქორწინდება.

ოფიციალური ცერემონიის და ვახშმის შემდეგ, ქორწილში ცნობილი ავსტრალიური ბენდი AC/DC დაუკრავს. მანამდე კი სტუმრებს 'მსოფლიოში საუკეთესო ზეთს' დაურიგებენ.

თუმცა ლეგენდარული ბენდის მუსიკას ერთი კაცი ვერ მოისმენს - კრისტიანო რონალდო, რომელიც რამოსმა ქორწილში არ დაპატიჟა. რეალის კაპიტანმა რონალდოს ალბათ გუნდიდან წასვლა ვერ აპატია.

რამოსი ცოლად ცნობილ ესპანელ წამყვანს - პილარ რუბიოს შეირთავს. ქორწილში 500 კაცია დაპატიჟებული, მათ შორის - დევიდ ბექჰემი, ჟერარ პიკე, იკერ კასილასი და ა.შ.

კომენტარები

ბოლო ამბები