Thumbnail
  • ედენ აზარის შთამბეჭდავი წარდგენა 'სანტიაგო ბერნაბეუზე'
  • 5-წლიანი კონტრაქტი. აზარი სეზონში 22.5 მილიონ ევროს მიიღებს
  • ედენ აზარის ნომერი ჯერ უცნობია

მადრიდის რეალმა თავისი ვარსკვლავური შენაძენის, ედენ აზარის პრეზენტაცია მოაწყო. როგორც "მარკა" წერს, ამ პრეზენტაციით რეალში ახალი ერა დაიწყო და ახალ გალაკტიკოს ჩაეყარა საფუძველი...

ედენ აზარმა რეალთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მედიის ინფორმაციით, ის წელიწადში დაახლოებით 22.5 მილიონ ევროს მიიღებს. 

ედენ აზარის პრეზენტაცია რეალში

ედენ აზარის პრეზენტაცია რეალში

ედენ აზარის პრეზენტაცია რეალში

ედენ აზარის პრეზენტაცია რეალში

ედენ აზარის პრეზენტაცია რეალში

რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლუბის წევრებს მოუწოდა, მისულიყვნენ "სანტიაგო ბერნაბეუზე", რათა პრეზენტაციებზე კრიშტიანო რონალდოს რეკორდი დამხობილიყო (2009 წელს პორტუგალიელის პრეზენტაციის სანახავად 70 ათასი ადამიანი მივიდა. მართლაც, ფანებმა სტადიონის შევსება რამდენიმე საათით ადრე დაიწყეს. 

რიგები ბერნაბეუზე

ამასობაში ედენ აზარმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება ლა მორალიეხას ჰოსპიტალში. 
შემდეგ ის "სანტიაგო ბერნაბეუს" ეწვია. პრეზიდენტთან ერთად ტროფეების ოთახში ფოტოები გადაიღო და კონტრაქტი გააფორმა, შემდეგ კი ჟურნალისტებს წარუდგა. 

აზარს მაისურზე ოქროსფერი ასოებით მხოლოდ გვარი ეწერა, მაგრამ არა ნომერი. 

"ჩვენ რეალი ვართ და მეტი ტიტული გვსურს. გვინდა, რომ ზიდანის განკარგულებაში საუკეთესო მოთამაშეები იყვნენ - მე ამ სიტყვების თქმა დიდი ხანია, რაც მინდოდა", - განაცხადა ფლორენტინომ.

აზარმა ესპანურად მხოლოდ გამარჯობა თქვა და შემდეგ ფრანგულზე გადავიდა. "მადლობა ყველას, პრეზიდენტს. მადლობა ჩემ ოჯახს, რომელიც აქ არის. რეალში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, რომელიც ამიხდა. ერთ თვეში რეალთან ერთად ვითამაშებ და პირველი ტიტულებისთვის ვიბრძოლებ". 

ფლორენტინო პერესი და ედენ აზარი

ამასობაში სტადიონზე აზარის მონაწილეობით ჰაილაითები გაუშვეს. ხოლო "სანტიაგო ბერნაბეუზე" ისმოდა: "ახლა ჩვენ მბაპე გვსურს". სხვათა შორის, სტადიონზე დაახლოებით 50 ათასი ადამიანი შეიკრიბა, ასე რომ, რონალდოს რეკორდი ვერ მოიხსნა. 

ამის შემდეგ ედენი გასახდელში ჩავიდა, გამოიცვალა და 50 ათას ფანს შეეგება. მან პირველად მოირგო რეალის თეთრი მაისურა. 

ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად 1-ელ ივლისს იხსნება, ასე რომ, 28 წლის აზარი ოფიციალურად მაშინ გაფომდება, თუმცა ეს მხოლოდ ფორმალობაა, დღეიდან ბელგიელი "სამეფო კლუბის" მთავარი იმედია. აზარი ტუბიცეში, ლილში და ჩელსიში ასპარეზობდა. 

ეს სატრანსფერო სეზონი (რომელიც ოფიციალურად ჯერ არც დაწყებულა ესპანეთში) ძალზე პროდუქტიულია რეალისთვის. ზინედინ ზიდანის გუნდმა აზარის გარდა, აინტრახტიდან ლუკა იოვიჩი შეიძინა (60 მილიონი ევრო), პორტუდან ზამთარში ნაყიდი ედერ მილიტაო (50) დაიმატა, ახლახან იყიდა ლიონის მცველი ფერლან მენდი (48) და ბრაზილიური სანტოსიდან მარცხენა ვინგერი როდრიგო (45). 

კომენტარები

ბოლო ამბები