Thumbnail

‘ბობო, მადლობა რჩევისთვის!’ - ზაზა ფაჩულია კრისტიან ვიერის ინსტაგრამზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ზაზა ფაჩულია დეტროიტელ თანაგუნდელებთან, ლენგსტონ გელოუეისთან და ხოსე მანუელ კალდერონთან ერთად, მილანში იმყოფება. როგორც ჩანს, 35 წლის ქართველი კალათბურთელი იტალიაში ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს, იტალიის ნაკრების ყოფილ გოლეადორ კრისტიან ვიერის შეხვდა. ‘ბობომ’ ზაზას მილანში რესტორან ‘ლა ბრიკიოლაში’ ვახშმობა ურჩია.

ფაჩულიამ ინსტაგრამის სთორიში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ზაზა, გელოუეი და კალდერონი ვიერის რჩევისთვის მადლობას უხდიან.

🗨 ‘ბობო, მადლობა რეკომდენდაციისთვის’ - ამბობს ზაზა ფაჩულია ვიდეოში.

🗨 ‘ყველაფერი მართლაც ძალიან გემრიელია,’ - ეს კალდერონის სიტყვებია.

📺 ზაზას გამოქვეყნებული ვიდეო საკუთარ გვერდზე კრისტიან ვიერიმაც გადააზიარა.

45 წლის კრისტიან ვიერი სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურია და ყოველთვის იუმორით გამოირჩევა. რამდენიმე დღის წინ, ‘ბობომ’ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ცნობილი იტალიელი კომიკოსი ანდრეა პუჩი მის ღიპზე ხუმრობს.

ნახე ‘მუცელში პატარა ლუიჯი ჰყავს!’ - ვიერის ღიპი ინსტაგრამზე პოპულარულია

კომენტარები

ბოლო ამბები