Thumbnail

ლივერპულის ოქროს აიფონები - საჩუქარი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კლოპი და მისი 28 ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის კლუბმა დაასაჩუქრა
  • 24-კარატიანი ოქროს აიფონებზე ფეხბურთელების გვარები და ნომრებია ამოტვიფრული

ლივერპულის ვარსკვლავებისთვის ფული პრობლემა არაა, მაგრამ ისინიც კი არ ამბობენ უარს საჩუქარზე, რომელიც 3,5 ათასი ფუნტი ღირს. მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა და მისმა შეგირდებმა, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებისთვის, კლუბის ხელმძღვანელობისგან უნიკალური, 24-კარატიანი ოქროს სმარტოფონები (iPhone X) მიიღეს.

სმარტფონებზე ლივერპულის ფეხბურთელების გვარები და ნომრები, ასევე - ჩემპიონთა ლიგის თასი და ლოგოტიპია ამოტვიფრული. ოქროს სმარტფონი სულ 28 ფეხბურთელმა მიიღო.

თითოეული სმარტფონის ფასი 3 500 ფუნტს შეადგენს

ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების ფინალურ მატჩში, რომელიც 1-ელ ივნისს, მადრიდში გაიმართა, ლივერპულმა ტოტენჰემი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ტურნირი ისტორიაში მეექვსედ მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები