Thumbnail
  • ესპანეთის დედაქალაქში ფეხბურთის ვარსკვლავების სახლების გაქურდვა გრძელდება
  • ალვარო მორატას შემდეგ, კრიმინალებმა ზიდანის და ისკოს სახლები გაძარცვეს

მადრიდში ფეხბურთის ვარსკვლავების სახლების გაძარცვა გრძელდება! ესპანური მედიის ინფორმაციით, სამშაბათს, მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის და შემტევი ნახევარმცველის, ისკოს სახლები გაქურდეს.

კრიმინალებმა ეს დრო სპეციალურად შეარჩიეს. ზიზუ შვებულებაშია, ისკო კი ესპანეთის ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა.

ბოლო ერთ კვირაში ეს უკვე მეორე და მესამე შემთხვევებია. შეგახსენებთ, რომ პარასკევს, ესპანეთის ნაკრების მატჩის დროს ‘ფურია როხას’ ფორვარდის, ალვარო მორატას სახლი დააყაჩაღეს. იმ დროს, ფეხბურთელის მეუღლე და 11 თვის ტყუპები, ალესანდრო და ლეონარდოც სახლში იმყოფებოდნენ. 

ქურდები ესპანეთში, ინგლისში, იტალიასა და საფრანგეთში ხშირად ქურდავენ ფეხბურთის ვარსკვლავების სახლებს. თებერვალში, მადრიდში ქარიმ ბენზემას სახლიც გაიქურდა. პოლიცია ფეხბურთელებს ურჩევს, თავიანთი სახლებისა და ვილების შესახებ სოციალურ ქსელებში არანაირი ინფორმაცია აღარ გამოაქვეყნონ.

კომენტარები

ბოლო ამბები