Thumbnail
  • საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები შარშანდელი შედეგის გამეორებისთვის იბრძოლებს
  • რა ხდება 20-წლამდელთა მსოფლიოზე - ვინ აგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისთვის

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე შოტლანდიას 17:12 მოუგო და ამ ტურნირზე ასპარეზობის ისტორიაში ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრის მოგება მოახერხა. ილია მაისურაძის გუნდმა შოტლანდია ზედიზედ მეორე მსოფლიოს ჩემპიონატზე დაამარცხეს და ახლა შარშანდელი შედეგის გამეორებისთვის იბრძვიან. შარშან, ქართველებმა სარეკორდო მაჩვენებელი დააფიქსირეს და 12 საუკეთესო ნაკრებში მე-9 ადგილი დაიკავეს.

'უმცროსი ბორჯღალოსნები' მონაწილეობას მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის გასამართ შეხვედრებში მიიღებენ. მათი მეტოქე ნახევარფინალში ფიჯის ნაკრები იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო მე-9 ადგილისთვის იბრძოლებეს, ხოლო თუ მატჩი ფიჯიმ მოიგო, საქართველო გასავარდნ ფინალს ითამაშებს, სადაც მეტოქე შოტლანდიასა და იტალიას შორის დამარცხებული იქნება.

ბრძოლა ჩემპიონობისთვის

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა საფრანგეთს მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა. მათ ახალ ზელანდიას ისე მოუგეს, რომ ახალზელანდიელებმა ბონუს ქულა ვერ აიღეს, რითიც პირველ ოთხეულში ვერ მოხვდნენ. სამხრეთ აფრიკამ ზელანდიასთან 25:17 გაიმარჯვა. A ჯგუფის გამარჯვებული არგენტინა გახდა, რომელმაც ბოლო ტურში საფრანგეთს 47:26 მოუგო. B ჯგუფი ავსტრალიამ 11 ქულით მოიგო და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. მიუხედავად ბოლო ტურში ინგლისთან მარცხისა, ავსტრალიამ ბრიტანულ ნაკრებებს, ირლანდიასა და ინგლისს, მაინც გაუსწრო.

ნახევარფინალური მატჩები 17 ივნისს გაიმართება, ხოლო გადამწყვეტი შეხვედრები 22 ივნისს.

ნახევარფინალები: სამხრეთ აფრიკა V საფრანგეთი; არგენტინა V ავსტრალია.

ნახევარფინალები მე-5 ადგილისთვის: ახალი ზელანდია V უელსი; ირლანდია V ინგლისი.

ნახევარფინალები მე-9 ადგილისთვის: საქართველო V ფიჯი; შოტლანდია V იტალია.

ჩემპიონობისთვის მებრძოლი ნაკრებები: სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, არგენტინა, საფრანგეთი.

მე-5 ადგილისთვის მებრძოლი ნაკრებები: ახალი ზელანდია, უელსი, ირლანდია, ინგლისი.

მე-9 ადგილისთვის მებრძოლი ნაკრებები: საქართველო, ფიჯი, შოტლანდია, იტალია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები