Thumbnail
  • ვაკო გვილიამ ლეგიასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
  • ქართველი ახალწვეულის პირველი კომენტარი

საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი ვაკო გვილია კარიერას პოლონეთის გრანდ ვარშავის ლეგიაში გააგრძელებს. 

გვილია შვეიცარიული ლუცერნიდან იჯარით თამაშობდა ზაბჟეს გურნიკში, სადაც კარგი თამაშით გამოირჩა, თუმცა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველმა ლეგიონერმა პოლონურ კლუბს გამოსყიდვაზე უარი უთხრა, თუ რატომ რამდენიმე საათში გახდა ცნობილი.

ლეგიამ ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა, რომ გვილიამ კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, კლუბს მისი გახანგრძლივების უფლება აქვს. 

გვილია და კუხარსკი

"მას უკრაინის მოქალაქეობაც აქვს და ამ ქვეყნის 21-წლამდელთა გუნდშიც უთამაშია, თუმცა გვილიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არჩია თამაში და უკვე 3 გოლი აქვს ეროვნულ გუნდში გატანილი", წერს ლეგიას ვებსაიტი. 

ექსტრაკლასას სეზონში ვაკომ გურნიკის მაისურით 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და პოლონური მედიის მოწონება დაიმსახურა. 

- დიდი ხანი არც მიფიქრია ამ შემოთავაზებაზე. ბედნიერი ვარ, რომ ვარშავაში ვარ. ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ ამ სტადიონზე. ვიცი, რომ ლეგიასთვის დადებით შედეგად მხოლოდ ჩეპიონობა ითვლება და გუნდის თითოეულმა წევრმა ამისთვის უნდა იბრძოლოს. 

ლეგიას სპორტული დირექტორი რადოსლავ კუხარსკი: "გვილია დიდი შენაძენია ჩვენი გუნდისთვის. ის მალევე შეეგუე ექსტრაკლასასას და ყველა მონაცემი აქვს, რომ ლეგიასთვის სასარგებლო მოთამაშე იქნება. ერთად ჩვენ ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ".

ლეგიაში გვილია 8 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ქართველ ლეგიონერს ზაპოროჟიას მეტალურგში, მინსკში, ბატე-ში, ლუცერნში და გურნიკში უთამაშია. ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ის ნაკრებში საუკეთესოა 1 გოლითა და 2 საგოლე პასით. 

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ლეგიაში ვაკო ყაზაიშვილი თამაშობდა ვიტესიდან იჯარის წესით. 

კომენტარები

ბოლო ამბები