Thumbnail

RWC U20 | ზედიზედ მეორე მოგება შოტლანდიასთან! საქართველომ თამაში შემოატრიალა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო U20 17:12 შოტლანდია U20
  • უმცროსმა 'ბორჯღალოსნებმა' ჯგუფში პირველი მატჩი მოიგეს

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინის ქალაქ როსარიოში, შოტლანდიასთან ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი Racecourse Stadium-ზე გამართა და 17:12 მოიგო! ილია მაისურაძის გუნდმა ძლიერ მეტოქეს 2 ლელო დაუდო.

შოტლანდიამ მატჩი აქტიურად დაიწყო და შეხვედრის მე-4 წუთზე ეშმენმა ლელოს დადება მოახერხა, რომელიც ტომპსონმა გარდასახა - 0:7.

ეშმენის ლელო

საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში ბევრ შეცდომას უშვებდა. 'უმცროს ბორჯღალოსნებს' ბურთი რამდენჯერმე წინ გადაუვარდათ. საკუთარი აუტები წააგეს, მაგრამ შოტლანდია ამ შანსებს ვერ იყენებდა და მეტოქემ მე-4 წუთზე დადებული ლელოთი პირველი ნახევარი მოიგო.

ილია მაისურაძემ მეორე ტაიმში 5 ცვლილება განახორციელა. მინდორზე მიშიკო ალანია, თედო აბჟანდაძე, გია ხარაიშვილი, ლუკა აზარიაშვილი და ლუკა ნიორაძე შემოვიდნენ. ცვლილებებმა შედეგი გამოიღო. მატჩის 45-ე წუთზე შოტლანდიელები შერკინებაში დავაჯარიმეთ. ცვლილებაზე შესულმა თედო აბჟანდაძემ დარტყმა ზუსტად შეასრულა და სხვაობა შეამცირა - 3:7.

აბჟანდაძის ჯარიმა

52-ე წუთზე ეშმენმა დუბლი შეასრულა და შოტლანდიის ნაკრების მეორე ლელო დადო, რითაც ბრიტანელებმა 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 3:12.

ეშმენის მეორე ლელო

4-წუთში აბჟანდაძემ საპასუხო ლელო გაიტანა, რასაც გარდასახვაც მიუმატა და შოტლანდიასთან მოპოვებული ქულების რაოდენობა 21-მდე გაზარდა!

აბჟანდაძის ლელო

შეხვედრის ვიდეორეფერიმ შოტლანდიელებს ორი ლელო გაუუქმა, მაგრამ ქართველი მორაგბეები შეცდომების დაშვებას აგრძელებდნენ, რის გამოც მატჩში დაწინაურება ვერ შეძლეს. 72-ე წუთზე ალანიას ჰქონდა ლელოს დადების შანსი, მაგრამ ქართველ მორაგბეს სისწრაფე არ ეყო, მეტოქემ შებოჭა და აუტში გადაიყვანა.

ბრიტანელებმა მატჩის 75-ე წუთზე საკუთარ 22-იანში აუტი წააგეს, რითიც ნიორაძემ ისარგებლა და ლელო გაიტანა, რომელიც აბჟანდაძემ ისევ გარდასახა - 17:15.

ნიორაძის ლელო

საბოლოოდ, საქართველომ 17:12 მოიგო. უმცროსმა 'ბორჯღალოსნებმა' შოტლანდიელები მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორედ დაამარცხეს! მაისურაძის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის ისტორიაში ჯგუფური ეტაპის შეხვედრის მოგება მეორედ მოახერხა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები