Thumbnail
  • მსოფლიოს ჩემპიონატი კალათბურთში ჩინეთში გაიმართება
  • ვენსან კოლემ საფრანგეთის ნაკრების 15 კაციანი შემადგენლობა დაასახელა

საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა ვენსან კოლემ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ შეკრებაზე 15 კალათბურთელი გამოიძახა, რომელთაგანაც 12-ს შეარჩევს ჩინეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე საასპარეზოდ. მსოფლიოს ჩემპიონატი 31 აგვისტოს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება. 
გუნდში არიან ლიდერები რუდი გობერი, ნიკოლა ბატუმი და ნანდო დე კოლო. NBA-ს ხუთი კალათბურთელი წარმოადგენს (გობერი, ბატუმი, ფურნე, ლუვავუ-კაბარუ და ნილიკინა). 

საფრანგეთის ნაკრები

ტომას ერტელი, ენდრიუ ალბისი, ფრანკ ნილიკინა, ნანდო დე კოლო, ევან ფურნიე, პოლ ლაკომბი, ნიკოლა ბატუმი, აკსელ ტუპანი, ტიმოტე ლუვალუ-კაბარუ, ლუი ლიბერი, ამატ მბაიე, ადრიენ მორმანი, რუდი გობერი, მატიას ლესორი, ვენსან პურიე.

ნაკრები ვარჯიშს 27 ივლისს პარიზში დაიწყებს, მალევე პოში დაბანაკდება და 8 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 

საფრანგეთის ნაკრები G ჯგუფშია დომინიკის რესპუბლიკასთან, გერმანიასთან და იორდანიასთან ერთად. 

შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო კარიერა ახლახან დაასრულა ტონი პარკერმა, თუმცა ის საფრანგეთის ნაკრებში 2016 წლის ოლიმპიადის მერე აღარ თამაშობდა. 

📋 მეტი ამ თემაზე: 

კომენტარები

ბოლო ამბები