Thumbnail

'წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და ვეცდები, იგივე შედეგი გავიმეორო' - მირიან მაისურაძე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ესპანეთში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 3 მედალი აიღო
  • ოქრო მირიან მაისურაძემ მოიპოვა, ბრინჯაო კი გურამ მამიაურმა და ვასილ ხვისტანმა

ესპანეთში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 3 მედალი აიღო. ოქრო მირიან მაისურაძემ მოიპოვა, ბრინჯაოს მედლები კი გურამ მამიაურმა და ვასილ ხვისტანმა აიღეს. ქართველი მოჭიდავეები თბილისში დაბრუნდნენ და კომენტარები გააკეთეს…

მირიან მაისურაძე (ევროპის ჩემპიონი)

“დადებითად შევაფასებ ჩემ გამოსვლას, რადგან ძალიან ძლიერი კონკურენცია იყო. დაძაბული ორთაბრძოლები მქონდა და ამ ფონზე, კიდევ უფრო სასიამოვნოა გამარჯვება. კარგად ვიყავთ ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებული, ბევრს უფრო მეტიც შეეძლო, მაგრამ პატარა ნიუანსების გამო მედლები ვერ აიღეს. აგვისტოში მსოფლიოს ჩემპიონატია და იქაც შევეცდები რომ იგივე შედეგი გავიმეორო”.

მირიან მაისურაძე ევროპის ჩემპიონია

ვასილ ხვისტანი (ბრინჯაოს მედალოსანი)

“მესამე ადგილი დავიკავე და მოხარული ვარ ამ შედეგით, რადგან ეს იყო ჩემი პირველი ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე უკეთესი შედეგი ვაჩვენო და ჩემპიონი გავხდე”.

გურამ მამიაური (ბრინჯაოს მედალოსანი)

“ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დავიკავე, რაც ნორმალური შედეგია და კმაყოფილი ვარ ჩემი ასპარეზობით. პირველი მედალია ასეთი მასშტაბის საერთაშორისო ტურნირზე და გამიხარდა, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მეტი შემეძლო. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, უკეთესად მოვემზადებით და გამოვასწორებთ დაშვებულ შეცდომებს”.

ბელდუხ გავაშელიშვილი (საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი)

“სამი მედალი მოვიპოვეთ, თუმცა უკეთესი შედეგის ჩვენებაც შეგვეძლო. მინიმუმ ორი მედალი კიდევ უნდა მოგვეპოვებინა, მაგრამ ჯგუფებში არ გაგვიმართლა. წინ მსოფლიოს ჩემპიონატია, გამოვასწორებთ შეცდომებს და აუცილებლად უკეთეს შედეგებს ვაჩვენებთ”.

თავისუფალი სტილით ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ოთხშაბათი, 12 ივნისი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები