Thumbnail

წილი ნაყარია - საქართველოში გერმანია და შვეიცარია ჩამოდიან

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის იანვარში ბუდაპეშტში გაიმართება
  • საქართველოს ნაკრების მეტოქეები - გერმანია და შვეიცარია

წყალბურთში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ციკლის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები A შესარჩევ ჯგუფში მოხვდა, რომლის მატჩებიც თბილისში გაიმართება. ჯგუფში გერმანია და შვეიცარია არიან. ფინალურ ეტაპზე სამი ნაკრებიდან ორი გადის. 

ევროპის ჩემპიონატი 2020 წლის იანვარში ბუდაპეშტში გაიმართება, რომელშიც 16 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი ადრე იმიტომ იწყება, რომ 2020 ოლიმპიადის წელია და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირიც უნდა მოესწროს.

ფინალური ეტაპის 8 მონაწილე ცნობილია, დანარჩენი 8 ადგილისთვის 13 ნაკრები იბრძოლებს.

A ჯგუფი. საქართველო

გერმანია, საქართველო, შვეიცარია

B ჯგუფი. სლოვაკეთი

საფრანგეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ბელარუსი

C ჯგუფი. მალტა

რუმინეთი, მალტა, პორტუგალია

D ჯგუფი. ჰოლანდია

ჰოლანდია, თურქეთი, ლიტვა

A ჯგუფის თამაშები თბილისში 11-13 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან ფავორიტია და, წესით, არ უნდა გაუჭირდეს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა. თუ რევაზ ჩომახიძის გუნდი გერმანიასაც დაამარცხებს, ფინალურ ეტაპზე, დიდი ალბათობით, უკეთეს ჯგუფში მოხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები