Thumbnail

მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებს მაინც ტოვებს? რას წერენ იაპონელები

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რიჩ ფრიმენი მილტონ ჰეიგის მომავალ კლუბზე წერს
  • ჰეიგი იაპონურ გუნდში მსოფლიოს თასის შემდეგ დაინიშნება?

სპორტული ჟურნალისტი რიჩ ფრიმენი საკუთარ გვერდზე წერს, რომ მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებს დატოვებს და იაპონურ კლუბ სანტორი სანგოლიათს შეუერთდება, რომელიც იაპონიის ხუთგზის ჩემპიონია.

''რამდენიმე სანდო წყაროსგან გავიგე, რომ სანტორიმ მთავარ მწვრთნელად მილტონ ჰეიგი აირჩია, რომელიც კლუბში მუშაობას 2019 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოსთან ერთად ასპარეზობის შემდეგ დაიწყებს. ასევე გავიგე, რომ გუნდში კიდევ ერთი ცნობილი სახე შეიძლება დაბრუნდებს'' - წერს ფრიმენი საკუთარ გვერდზე.

მსგავსი ინფორმაცია ადრეც გავრცელდა, რომ მილტონ ჰეიგი 2019 წლის მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებს დატოვებდა, მაგრამ ახალზელანდიელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ კონტრაქტი მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ უმთავრდება, რის შემდეგაც რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად განიხილავს სამომავლო გეგმებს და კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც იფიქრებს

მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებს 2011 წლიდან წვრთნის. მასთან ერთად 'ბორჯღალოსნებმა' 2015 წლის მსოფლიოს თასზე ორი მატჩის მოგება მოახერხეს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს მსოფლიო თასს?

  • ახალი ზელანდია
  • ინგლისი
  • ირლანდია
  • უელსი
  • სამხრეთ აფრიკა
  • ავსტრალია
  • საფრანგეთი
  • სხვა ნაკრები

კომენტარები

ბოლო ამბები