Thumbnail

პირველად, 4 წაგებული ფინალის შემდეგ - ესპანეთი ევროპის ჩემპიონია!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ესპანეთის ნაკრებმა ფინალში შვედეთი დაამარცხა.
  • 4 წაგებული ფინალის შემდეგ ესპანელებმა ევროპის ჩემპიონობა პირველად იზეიმეს.
  • მესამე ადგილი საფრანგეთის ნაკრებმა დაიკავა.

ესპანეთის ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონია! 2016 წლის ვიცე-ჩემპიონებმა ზაგრების ფინალში რეკორდსმენი შვედეთი 29:23 დაამარცხეს. ესპანეთის ნაკრებმა კონტინენტის პირველობა პირველად მოიგო - ესპანელებს მანამდე 4 ფინალი წაგებული ჰქონდათ.

ესპანელი რაულ ენტრერიოსი (მარცხნივ) შვედების ლიდერის, იესპერ ნილსენის წინააღმდეგ

ევროპის ჩემპიონობის გარდა, ხორდი რიბერას გუნდმა ამ ტრიუმფით მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატზე თამაშიც გაინაღდა, რომელიც გერმანიასა და დანიაში გაიმართება.

ესპანეთის ნაკრებმა ფინალში ტაქტიკურად ძალიან ჭკვიანურად ითამაშა - საუკეთესოები კი კვლავ ფერან სოლე და დავიდ ბალაგერი იყვნენ, რომლებმაც შვედების კარი 5-5-ჯერ დალაშქრეს. შვედები პირველ ტაიმში კარგად თამაშობდნენ, მეორე ნახევარში კი ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. სკანდინავიელებს იესპერ ნილსენის ხუთმა გოლმაც ვერ უშველა.

ბრინჯაოს მედალი საფრანგეთის ნაკრებმა მოიპოვა, რაც პირველ რიგში ფრანგების ვარსკვლავის, ნიკოლა კარაბატიჩის დამსახურებაა, რომელმაც 9 გოლი გაიტანა. საფრანგეთის ნაკრებმა მესამე ადგილისთვის მატჩში ოლიმპიური ჩემპიონი დანია 32:29 დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები