Thumbnail

დიდი ეპოქის დასასრული - ტონი პარკერმა კარიერა დაამთავრა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სან ანტონიოს ლეგენდამ კარიერის დასრულება დაადასტურა
  • ტონი პარკერისთვის ეს ბოლო სეზონი იყო

ბოლო ორი ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო ევროპელი კალათბურთელი კარიერას ამთავრებს - ტონი პარკერმა ეს ამბავი ‘ტვიტერზე’ ოფიციალურად დაადასტურა.

ტონი პარკერი და გრეგ პოპოვიჩი

“სასწაული კარიერა მქონდა. ჩემს საუკეთესო სიზმრებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ NBA-ში და ნაკრებთან ერთად ასეთი დაუჯერებელი მომენტები მექნებოდა,” - განაცხადა 37 წლის პარკერმა, რომელმაც სან ანტონიოში გატარებული 17 წლის შემდეგ, ერთი სეზონი შარლოტ ჰორნეტსში ითამაშა.

ტონი პარკერი 2001 წლის დრაფტზე 28-ე ნომრად აირჩიეს. მან სან ანტონიოში ტიმ დანკანთან და მანუ ჯინობილისთან ერთად უაღრესად წარმატებული ერა შექმნა. ფრანგი ოთხჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი - 2003, 2005, 2007 და 2015 წლებში. 2007 წელს ის ფინალური სერიის (4:0 კლივლენდთან) MVP გახდა. საერთო ჯამში პარკერმა NBA-ში 1254 მატჩი ჩაატარა - აქედან 1151 სტარტერის რანგში. საშუალოდ მატჩში 19,473 ქულით ის NBA-ს ყველა დროის  რეიტინგში 49-ე ადგილზეა.

ტონი პარკერი, ტიმ დანკანი და მანუ ჯინობილი

პარკერი ნაკრებშიც ძალიან წარმატებული იყო. 2013 წელს მან საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის MVP გახდა, 2011 წელს კი ევროპის ვიცე-ჩემპიონობით დაკმაყოფილდა.

📺 ვიდეო: ტონი პარკერის საუკეთესო მომენტები სან ანტონიოში

კომენტარები

ბოლო ამბები