Thumbnail

‘შეგიძლიათ, დურანტის ტრავმა მე დამაბრალოთ’ - უორიორსის პრეზიდენტი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფინალური სერიის მეხუთე მატჩში უორიორსმა სტუმრად ტორონტოს მოუგო
  • მოედანზე ახლახან დაბრუნებული კევინ დურანტი ისევ ტრავმირებულია 
  • ვარსკვლავის ტრავმაზე გოლდენ სტეიტის პრეზიდენტმა ბობ მაიერსმა ისაუბრა

გოლდენ სტეიტ უორიორსის პრეზიდენტმა ბობ მაიერსმა გუნდის მსუბუქი ფორვარდის კევინ დურანტის ტრავმაზე ისაუბრა. 

NBA-ს ფინალური სერიის პლეი ოფის მეხუთე მატჩში ტორონტო რეპტორსმა შინ გოლდენ სტეიტთან შეხვედრა ანგარიშით 105:106 დათმო და გაჩემპიონების შანსი ხელიდან გაუშვა. უორიორსმა ამ გამარჯვებით სერიაში ანგარიში კი შეამცირა - 2-3, მაგრამ ვარსკვლავი დაკარგა.

მეტი ამ თემაზე: NBA | თრილერი და დურანტის დრამა - უორიორსმა რეპტორსის ჩემპიონობა არ დაუშვა

დურანტმა მარჯვენა ფეხის ტრავმა მეორე მეოთხედში მიიღო, მოედანი დატოვა და აღარ უთამაშია.

📺 დურანტის ტრავმა

📺 დურანტის ტრავმა ახლო ხედით

30 წლის კალათბურთელს ხვალ მაგნიტურ-რეზონანსურ ტომოგრაფიას გაუკეთებენ და ზუსტ დიაგნოზს დაუსვამენ, წინასწარი ვარაუდით კი, კევინს აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი და თუ ეს დიაგნოზი დაადასტურა, დაახლოებით წელიწადი გაუცდება. 

"მას მოედანზე გასვლის ნება მეხუთე თამაშში დართეს. ეს იყო კოლექტიური გადაწყვეტილება. არ მგონია, რომ კონკრეტულად ვინმე იყოს ამაში დამნაშავე, მაგრამ მესმის ყველასი და თუკი  მაინც და მაინც დამნაშავე გჭირდებათ, შეგიძლიათ ბრალი მე დამდოთ.

ერთს ვიტყვი: კევინს უყვარს კალათბურთის თამაში, მისი კი არასწორად ესმით. ის კარგი თანაგუნდელი და ბრწყინვალე ადამიანია. გამიმართლა, რომ მას ვიცნობ. ჯერჯერობით არ მაქვს სრული ინფორმაცია კევინის ტრავმაზე, უნდა დაველოდოთ გამოკვლევის პასუხებს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ისინი, ვინც დურანტს თამაშის უფლება მისცეს, კარგი ადამიანები არიან", - ამბობს მეიერსი.

ამ სეზონში დურანტი საშუალოდ მატჩში 32,3 ქულას აგროვებდა

გოლდენ სტეიტი უორიორსისა და ტორონტო რეპტორსის სერიის მეექვსე დაპირისპირება ოკლენდში, "ორაკლ არენაზე" 14 ივნისს ჩატარდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები